LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკეში ახალი პარკი, ხელოვნების მუზეუმი და კლინიკა შენდება [ფოტო]

50840197_2705383659486788_1622504443880669184_o

თბილისში, ჭავჭავაძის #5-ში, ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მრავალპროფილიანი კლინიკა და ხელოვნების მუზეუმი აშენდება. ამ ორ შენობას შორის ადგილი კი, მთლიანად საზოგადოებრივ პარკს დაეთმობა.

ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და გეგმის მიხედვით, 2021 წელს უნდა დასრულდეს.

 

„ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაეთმობა საზოგადოებრივ პარკს, რაც ჩვენი აზრით, ქალაქის დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალიან სასარგებლო შედეგს მოიტანს. ტერიტორიის წინა ნაწილში, ჭავჭავაძის ქუჩის მხარეს, სადაც დატოვებულია ძველი შენობის ფრაგმენტი, განთავსდება ხელოვნების გალერეა/მუზეუმი, ხოლო ტერიტორიის უკანა მხარეს მოეწყობა 4 სართულიანი, მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც აღჭურვილი იქნება წამყვანი თანამედროვე ტექნოლოგიებით,“ – ნათქვამია ლეჩკომბინატის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები