LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქეთი ხუციშვილი: „ჩემს შვილს მამასთან ურთიერთობა არ აქვს…“

895
ketixucishvili2022

მსახიობმა ქეთი ხუციშვილმა, რომელიც მაყურებელმა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, „შორენას ეფექტში“ შვილის და მისი აღზრდის შესახებ ისაუბრა. ქეთიმ აღნიშნა, რომ ძალიან კარგი შვილი ჰყავს, რომელიც თავისუფლად გაზარდა, მაგრამ მასთან პრობლემები არ შექმნია. ქეთი აღნიშნავს, რომ შვილი მამის გარეშე გაზარდა…

ქეთი ხუციშვილი:

ჩემი შვილი იმდენად კარგი ბიჭია, არასდროს გვიჩხუბია არანაირ თემაზე. თავისუფლება მივეცი, რადგან ჩემი შვილია, იმას არ ნიშნავს, რომ რაც დედას უნდა, ის უნდა გააკეთოს. მის ცხოვრებაში არ ვერეოდი და სხვათა შორის, ამ თავისუფლებამ კარგი შედეგი მოიტანა. მისთვის ვარ დედაც და მეგობარიც. ძალიან კარგად მოვდივართ.

მამისგან მას ფინანსური დახმარება არ მიუღია, არ აქვთ ურთიერთობა… არ ვიცი, ახლა რას ფიქრობს, მაგრამ მე როგორც ვიცი, არ უნდა მისი გაცნობა. საჯაროდ ვამბობ და ჩემი შვილიც დამეთანხმება, რომ მასთან არასდროს მამამისი ცუდად არ მომიხსენიებია. არ უკითხავს, მამა სად არისო. სხვანაირად გაიზარდა. არაფერი უგრძნია. ჩემმა ოჯახმა შეძლო, რომ ჩემი შვილისთვის ყველაფერი მიეცა.

მამაჩემის დამსახურებაა, რომ ცალკე გადავედით საცხოვრებლად. სახლი ჩემს შვილს უყიდა. თავიდან მამაჩემი დამეხმარა ფინანსურად. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამას ისმენს დღეს ჩემგან. ძალიან ადვილი გადასაწყვეტი იყო ოჯახის დანგრევა, რადგან ჩემი მშობლების დიდი იმედი მქონდა, მათ შორის, ფინანსურად. ჩემი ლამაზი და სიმპათიური მამა ყველაფერს აგვარებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები