LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi-მ შექმნა საწოლი, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ხვრინვას უშლის ხელს

85
sawoli

Xiaomi-მ მორიგი შედევრი გამოუშვა – ჭკვიანი საწოლი რომელიც ხვრინვის დასაძლევადაა შექმნილი. უჩვეულო სიახლის შესახებ ინფორმაცია გამოცემა GizmoChina-მა გაავრცელა.

ჭკვიან საწოლს სახელად 8H Feel Leather Smart Electric Bed X pro ეწოდება და ის ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი. როგორც კი საწოლი გარეშე ხმებს გაიგებს, მისი ზურგი 15 გრადუსით შეიცვლება. ამგვარი პოზიციის დამსახურებით სასუნთქ გზებში ჟანგბადის მიწოდება გაუმჯობესდება. საწოლი ორი მძლავრი ძრავითაა დაკომპლექტებული და 600 კილომდე წონის აწევა სრულიად უხმაუროდ შეუძლია.

ხოლო, როგორც ხვრინვა დაიკლებს საწოლი ძველ პოზიციას დაუბრუნდება, თანაც ისე რომ ძილი არ დააფრთხოს.

აღსანიშნავია, რომ ინოვაციური ქმნილება მომხმარებლის სუნთქვის და გულისცემის შესახებ ინფორმაციასაც აგროვებს.

ჭკვიანი საწოლის ფასი ამ ეტაპზე მხოლოდ 968 დოლარია, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე გამოჩენის შემდეგ ღირებულება 1119 დოლარამდე გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები