„
ნივა, რომელიც ყველგან მივა“ ანუ როგორც უცხოეთში მას თავიდან შეარქვეს „
ლენდროვერის შასიზე დადგმული რენო 5“
ВАЗ 2121 «Нива» - ვაზ 2121 „ნივა“ - საბჭოთა/რუსული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი - მცირე კლასის, უჩარჩო ძარის ტიპის და მუდმივი მოჭიდების ყველგანმავალი (Full Time).
სერიულად გამოდის 1977 წლის 5 აპრილიდან, 2004 წლიდან “LADA 4X4” სახელწოდებით, როცა სახელი „Niva/Нива“ კომპანია GM/Chevrolet-ის საკუთრება გახდა, VAZ-თან ერთად ერთობლივი მოდელის „Chevrolet-Niva” ს წარმოების დაწყების შემდეგ.
კონსტრუქციაВАЗ-2121 (21213/21214) - მცირე კლასის, მაღალი გამავლობის ყველგანმავალი. 3 კარებიანი უჩარჩო უნივერსალის ძარის ტიპის. მუდმივი მოჭიდების ტრანსმისია (Full Time), მექანიკური 4 ან 5 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, ორსაფეხურიანი გამანაწილებელი კოლოფით და ბლოკირებადი ღერძთაშორისი დიფერენციალით. გამავლობა განპირობებულია გზის ზედაპირიდან საკმაოდ კარგი დაცილებით (220მმ), ძარის მცირე ჭრით - შესვლა 32 გრადუსი, გამოსვლა 37 გრადუსი, შედარებით მცირე თვლების ბაზით 2.2მ. პირველ მოდელზე გამოყენებული იყო ВАЗ-2121 ძრავი (ВАЗ-2101 ბაზაზე) 1.6ლ, (1580 სმ³. სიმძლავრე 80 ც. ძ. 5400 ბრ/წთ-ზე, მაქსიმალური ბრუნვის მომენტი116 ნმ 3400 ბრ/წთ-ზე.). შემდგომში რესტაილინგ მოდელზე ВАЗ-21213 დაყენებული იყო გაზრდილი კუბატურის 1.7ლ ძრავი (1690 სმ³. სიმძლავრე 81.9 ც. ძ. 5100 ბრ/წთ-ზე, მაქსიმალური ბრუნვის მომენტი126.1 ნმ 3000 ბრ/წთ-ზე.).
ამ ავტომობილის ერთ-ერთი თავისებურება იყო ის რომ მასში მრავლად იქნა გამოყენებული ВАЗ-ის სხვა არა ყველგანმავალი მოდელების მრავალსერიული აგრეგატები - ВАЗ-2101-ის ხიდების რედუქტორი 4:3 გადაცემით, შემდგომში კი ВАЗ-2106-ის ძრავი, გადაცემატა კოლოფი და რედუქტორები, მიუხედავად ამისა „ნივა“-მ თავიდანვე გამოავლინა თავის კლასში უნიკალური გამავლობის უნარი.
ძირითადი მოდიფიკაციები1) ВАЗ-2121 (საექსპორტო დასახელება Lada 4x4 Niva) საბაზო მოდელი.
2) ВАЗ-21211 (Lada Niva 1.3) საექსპორტო მოდიფიკაცია ВАЗ-21211-ის ძრავით, ბენელუქსის და სამხრეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნებისათვის, სადაც მოქმედებდა გაზრდილი გადასახადები ძრავის მოცულობაზე 1500სმ³ და ზევით.
3) ВАЗ-21212 (Lada Niva 4x4) - საექსპორტო მარჯვენასაჭიანი მოდიფიკაცია, შესაბამის ქვეყნებისათვის - ინგლისი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, მოზამბიკი, იამაიკა და მცირე პარტიები გაიყიდა ასევე იაპონიაში, სადაც არც მანამდე და არც მას შემდეგ არცერთი საბჭოთა/რუსული ავტომობილი არ ყოფილა საექსპორტოდ გაგზავნილი.
4) ВАЗ-2122.600 «Река» - სახედრო ყველგანმავალი-ამფიბია ВАЗ-2121 ბაზაზე.
5) ВАЗ-21213 (პირველი დასახელება „ტაიგა“) - საბაზისო მოდელის რესტაილინგ ვერსია, მოდიფიცირებული ძარის უკანა ნაწილით (უკანა კარები და ფარები), სალონში ახალი ტორპედოთი, ხელსაწყოების ახალი პანელით, სალონის და სკამების მოდიფიკაციით, ახალი უფრო მძლავრი ძრავით 1.7ლ, ფრანგული „სოლექს“-ის ტიპის კარბურატორით, უკონტაქტო ანთების სისტემით, 5 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით და 3.9-ზე ხიდების რედუქტორებით, საწვავის ეკონომიის მიზნით.
6) ВАЗ-21214 (LADA 4x4) - ВАЗ-21213-ის მოდიფიცირებული ვერსია საწვავის ცენტრალური შეფრქვევის (ინჟექტორის) სისტემით. შემდგომში ამ მოდელმა განიცადა მოდერნიზაცია ძრავის კუთხით მისი ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების მიზნით: ВАЗ-21214-10 (EURO -0), ВАЗ-21214-20 (EURO -2), ВАЗ-21214-30 (EURO -3) და შემდგომში EURO 4(შიდა რუსული ბაზრისთვის) და EURO 5 (საექსპორტო).
7) ВАЗ-21214 LADA 4х4 Urban - მოდიფიკაცია წარმოდგენილი იყო 2014 წელს ავტოვაზის ახალი მმართველის ანდერსონის მიერ - მოდიფიცირებული ბამპერები, ჩამოსხმული დისკები, უკანა დისკური მუხრუჭები, განახლებული სალონი, შეცვლილი ფორმის უკანა შუშის საწმენდი, გათვალისწინებულია მოდიფიკაცია გამანაწილებელი კოლოფის გარეშეც ე.წ. ქალაქის ვერსია
8) ВАЗ-21215 - საექსპორტო ვერსია პეჟოს დიზელის ძრავაზე - XUD 9SD
9) ВАЗ-21216 – 21213-ის საექპორტო ვარიანტი მარჯვენა საჭით და კარბურატრიანი ძრავით 21213
10) ВАЗ-21217 - 21213-ის საექსპორტო ვარიანტი ВАЗ-2121 (1,6 ლ) ძრავით
11) ВАЗ-21219 – 1993-94 წლებში გამოშვებული გარდამავალი ვერსია ВАЗ-2121 ძარიტ და 1.7ლ ძრავით
12) ВАЗ-2121Б - ბრონირებული ვერისა ВАЗ-2121
13) ВАЗ-2121Ф - საექსპორტო 2121 და 21213-ის მოდიფიცირებული ვარიანტი, ომლის უკანა ნაწილი გადაკეტებულია სატვირთო სექციათ
14) Лада 4х4 Урбан - საბაზო მოდელის (Урбан) ყველგანმავალი ვარიანტი, განსხვავდება ბამპერით, რადიატორის ბადით, საჭით, დამატებულია კონდინციონერი, სარკეების ელექტროამძრავი და ელექტრო შუშის ამძრავები
დაგრძელებული ვერსიები:1) ВАЗ-212180 «Фора»
2) ВАЗ-212182 «Форс»
3) ВАЗ-2129 «Кедр»
4) ВАЗ 2129 «Утилитер»
5) ВАЗ-2130 («Кедр»)
6) ВАЗ-2131 (LADA 4x4 5 კარებიანი.)
7) ВАЗ-2131 СП (2131-05/ 2131-45)
8) ВАЗ-2131-02 (22, 42)
9) ВАЗ-2121 сахара-1
და ბოლოს მოდელიВАЗ-2123 - მეორე თაობის რუსული ყველგანმავალი ВАЗ-2121-ის აგრეგატების ბაზაზე, შეცვლილი დიზაინით და ძარით, გამოდის ერთობლივი “AVTOVAZ-GM” საწარმოს ბაზაზე „Chevrolet Niva“-ის სახელწოდებით
2013 წლის 12 მარტს ავტოვაზმა საიუბილეო 2,000,000 LADA 4х4 გამოუშვა
მიმაგრებული სურათი