მოგესალმებით ძვირფასო ქართველებო. ვიმყოფები საფრანგეთში და ექიმმა ვერა და ვერ დაადგინა რა შეიძლება იყოს მიზეზი მთელ ტანზე გამონაყარის. მე ჭინჭრის ციებას ვამსგავსებ და მგონია რაღაც ალერგიულია, რადგან 2010 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს აპრილი/მაისიდან მოყოლებული სექტემბერ/ოქტომბრამდე მაწუხებს საშინელი ალეგია(ცხვირი მთლიანად მეჭედება, არ მშველის აქვამარისი და ერიუსი/დესლოროტადინი, თვალების ქავილი და ყურების ქავილი, ყელის და ცხვირის წვა, ეს ყველაფერი მაწუხებს 24 საათის განმავლობაში და ღამე ვერ ვიძინებ ხოლმე) შარშანაც ანალოგიურად მქონდა, მაგრამ წელს აგერ უკვე მაისის ბოლოა და ჩვეული ალერგიის არცერთი სიმპტომი გამაჩნია. სამაგიეროდ გამომაყარა მთელ ტანზე და მექავება. სიცხე არ მაქვს, ფრანგი ექიმი აშკარად გამორიცხვის მეთოდით მასმევს სხვადასხვა წამლებს. ჯერ მითხრა კანის ინფექციური დაავადება გაქვსო და PYOSTACINE/PRISTINAMYCINE ანტიბიოტიკები დამინიშნა, 1 კვირის მერე შედეგი ნული, ახლა მეუბნება მიკოზი იქნება ესო და FLUCONAZOLE დამინიშნა. შედეგს არც ეს იძლევა. იქნებ ვინმეს გქონიათ ანალოგიურად სეზონური ალერგიის ასეთ ფორმაში გამოვლინება? სურათებს დავურთავ შეძლებისდაგვარად, პირველად ვარ აქ. მადლობა
* * *
მიმაგრებული სურათი