მოკლედ, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს, ზოოფსიქოლოგ სტენლი კორენს შეუსწავლია 133 ჯიშის ძაღლის ინტელექტი და წვრთნადობის მიხედვით გადაუნაწილებია ჯგუფებში:
I ჯგუფი-აინშტაინები
1-10 ადგილებს იკავებენ ყველაზე "ინტელექტუალი" ძაღლები. ისინი ძალიან ადვილად იწვრთნებიან და მაღალი სამუშაო ხარისხი აქვთ. მათი უმეტესობა ბრძანებას 5 გამეორების შემდეგ სწავლობს, მწვრთნელის ბრძანებას 95% შემთხვევაში ემორჩილება. თანაც ბრძანებაზე პრაქტიკულად წამიერად რეაგირებენ! ამ ძაღლების წვრთნა ახალბედასაც კი შეუძლია.
1. ადგილი_ ბორდერ-კოლი: ამბობენ, რომ ეს ძაღლები მხოლოდ იმისთვის ცხოვრობენ, რომ იმუშაონ. არიან მეგობრულები, უყვართ ბავშვები. მათი გამოყენება შეიძლება მრავალნაირად:მცველად, ბავშვისთვის ძიძად, ან უბრალოდ ჭკვიან კომპანიონად.
2. ადგილი_პუდელი: ძალიან ჭკვიანი ძაღლია და მისი უნარი ცირკში ტრიუკების ჩვენებით არ შემოიფარგლება. ისინი კარგად ცურავენ და შეუძლიათ გადაარჩინონ დასახრჩობად განწირული ადამიანი. არიან მონადირე პუდელები, რომლებიც პრინველზე ნადირობენ. ამ ჯიშის დიდ წარმომადგენლებს შეუძლიათ იყვნენ კარგი მცველები.
3.ადგილი_გერმანული ნაგაზი: შეუძლიათ იყვნენ მცველები, პოლიციის ძაღლები,კომპანიონები.
4.ადგილი_ოქროსფერი რეტრივერი: შეიძლება იყვნენ მაშველები, ნარკოტიკების აღმომჩენები, უსინათლოთა დამხმარეები. თან ძალიან მომთმენები არიან.
5. დობერმანი_ბევრი ამ ჯიშს სულელად თვლის, მაგრამ ასე არაა. უბრალოდ დობერმანს წვრთნა ჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყალიბდება უმართავი ძაღლი, რომელიც ყოველთვის იმას გააკეთებს, რაც მოუნდება. არიან ძალიან აქტიური ძაღლები. შესანიშნავად შეუძლიათ პატრონის დაცვა.
6. შელტი: თავდაპირველად ცხვრების მწყემსი იყო. აქვს ძალინ კარგი ყნოსვა და სმენა. მიუხედავად თავისი დეკორატიული გარაგნობისა, შესანიშნავად შეუძლია პატრონის დაცვა.
7. ლაბრადორ-რეტრივერი: მსახურობენ პოლიციაში და შეუძლიათ ნარკოტიკის სულ მცირე დოზის აღმოჩენაც კი. არისნ უსინათლოთა დამხმარეები, მუშაობენ მაშველებადაც.
8. პაპილონი(
):ისინი ძალიან ლამაზები და ჭკვიანები არიან. პაპილონები იყვნენ და დღემდე რჩებიან ელეგანტურობის ეტალონებად.
9. როტვეილერი: მათი თავდაპირველი დანიშნულება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადარეკვა იყო. სულ ადვილად შეეძლოთ წაექციათ ძროხა ან ხარი. დღეისათვის როტვეილერები ხშირად მუშაობენ პოლიციაში. ზოგჯერ მათ წვრთნიან შეშის ან სხვა მძიმე რამეების სატარებლადაც. როტვეილერი საუკეთესო მცველია!
10. ავსტრალიური მწყემსი ძაღლი: ჯიშს აფასებენ მახვილი გონების წყალობით. შეუძლია უსიტყვოდ გაუგოს პატრონს. ისინი არა მხოლოდ მწყემსავენ ცხვარს, ადვილად უმკლავდებიან ჯიუტ პირუტყვსაც_მსუბუქად კბენენ მათ ფეხებზე. აიძულებენ წავიდნენ იქით, საითაც მეცხვარეს სურს.
დანარჩენს მერე გავაგრძელებ
* * *
II. ჯგუფი-ჭკვიანები.
11_დან 22_მდე ადგილები გაინაწილეს ძაღლებმა, რომელთა სწავლიისათვის საჭიროა 6-დან 15-მდე გამეორება. მათ მშვენივრად ახსოვთ ბრძანებები და მათზე რეაგირებას 85% შემთხვევაში ახდენენ. ნებისმიერ პატრონს შეუძლია მათი გაწვრთნა შესანიშნავ დონემდე, განსაკუთრებული მოთმინებისა და გამოცდილების გარეშეც.
11. ადგილი_ველშ-კორგი პემბროკი.
12. ცვერგშნაუცერი
13. სპრინგერ-სპანიელი
14. ბელგიური ნაგაზი(რომელი, არ იყო დაკონკრეტებული, ალბატ, ყველა
)
15. კოლი
16. გერმანული შპიცი(კეესჰონდი)
17. კურცჰაარი
18. ინგლისური კოკერ სპანიელი
19. მიტელშნაუცერი
20. ამერიკული კოკერსპანიელი
21. პომერანიული შპიცი
22. ველშ-კორგი კარდიგანი
This post has been edited by MITIATO on 3 Oct 2011, 14:33