დასახელება: კლეოპატრა
ჟანრი: დრამა, ისტორიული,
წელი: 1963
რეჟისორი: ჯოზეფ ლეო მანკევიჩი
როლებში: ელიზაბეტ ტეილორი, რიჩარდ ბარტონი, რექს ჰარისონი, პამელა ბრაუნი, ჯორჯ კოული
მოკლე შინაარსი:
კინემატოგრაფიული პოემა ეგვიპტის მშვენიერ დედოფალს – კლეოპატრას ეძღვნება, რომელიც თავისი ხალხის საკელთიდღეოდ ყველაფრისთვის მზად იყო. ეჭვიანი ძმისგან სასახლიდან გამოძევებული დედოფალი ტიტულს რომის იმპერატორის - იულიუს კეისარის დახმარებით აღიდგენს. ისინი ეგვიპტისა და რომის გაერთიანების იდეებით დაუახლოვდებიან ერთმანეთს... და დედოფალი მისგან ბავშვს ელოდება. როდესაც იმპერატორს კლავენ, დედოფალი გენერალ მარკ ანტონიას დაუახლოვდება... დედოფალს ფაქტიურად ყველაფერი მზადა აქვს იმპერიის გადასაბარებლად და სწორედ ამ დროს, მას ოქტავიანი ბრძოლას უცხადებს... (ოთხი ოსკარის მფლობელი ფილმი)
http://www.gol.ge/index.php?cat=movies&det...earch=cleopatraდასახელება: კლეოპატრა
ჟანრი: დრამა, ისტორიული,
წელი: 1999
რეჟისორი: ფრენკ როდამი
როლებში: ბილი ზეინი, ტიმოთი დალტონი, რუპერტ გრეივი, ლეონორ ვარელა.
აღწერა:
ფილმში ასახულია ურთიერთობა რომსა და ეგვიპტეს შორის იმპერატორ იულიუს ცეზარისა და ლეგენდარული დედოფლის, კლეოპატრას მმართველობის პერიოდში.
http://www.gol.ge/index.php?cat=movies&det...earch=cleopatraეს თემა არ ეხება მხოლოდ ერთ ფილმს, სწორედ ამიტომაა ორი,
ანუ ეს თემა ეძღვნება ყველა ფილმს რომელიც გადაღებულა ,
კინემატოგრაფიის სიტორიაში კლეოპატრას შესახებ.
ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ეს 2 ფილმია, სწორედ ამიტომ გავხსენი ამით.
გასაგებია რომ 1963 წლის კლეოპატრა კლასიკაა, და ლეგენდარული ფილმია,
მაგრამ მე მეორე, 1999 წლის ვერსია უფრო მომწონს (როგორც ისტორია კლეპატრას შესახებ)
იმიტომ რომ აქ უფრო იგრძნობა ეგვიპტე, ეგვიპტური გარემო,
ლეანორ ვარელაც უფრო გავს ეგვიპტელს,
და ჩემთვის უფრო სასიამოვნო საყურებელი ფილმია .
თან ბოლოს კლეოპატრას სიკვდილის სცენა ჩემთვის აქ უფრო ეფექტური და ემოციურია, ვიდრე 1963 წლის ვერსიაში.