Vous êtes sur la page 1sur 2

კაზუსი #1

დასაქორწინებელ წყვილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა


უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ ტრისტანი იზოლდას ბიძაშვილისშვილი იყო.
დასაქორწინებელმა პირებმა უარი უკანონოდ ჩათვალეს და მიმართეს სასამართლოს.

როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ?

ამოხსნა

პირდაპირ გაწერილია კანონში ნათესავების დაქორწინების დაუშვებლობაზე. საქართველოს


საოჯახო სამართალის კოდექსით არ დაიშვება ქორწინება არა მხოლოდ პირველი შტოს
ნათესავებს შორის, არამედ გვერდითი შტოს ნათესაავებს შორისაც.

აღნიშნულ სამოქალაქო სამართლის კერძოდ საოჯახო სამართლის საქმეში ამოქმედდება


მუხლი 1120 (ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებანი) ბ) პუნქტი პირდაპირ აღმავალი ან
დამავალი შტოს ნათესავებს შორის.

მაშასადამე საასამართლომ არ უნდა დაუშვას ბიძაშვილებს შორის ქორწინება.

კაზუსი #2

ავთანდილი და თინათინი დანიშნულები იყვნენ. მაგრამ მათი ქორწინება არ შედგა.


გარკვეული დროის შემდეგ ავთანდილმა თინათინს მოსთხოვა უკან დაებრუნებინა
დაბადების დღეზე ნაჩუქარი ოქროს მედალიონი და ოქროს საათი. თავის მოთხოვნის
საფუძვლად ავთანდილმა განუცხადა თინათინს, რომ აღნიშნული ნივთები მას ნიშნობასთან
დაკავშირებით აჩუქა. თინათინმა მიუთითა, რომ ოქროს მედალიონი და ოქროს საათი
დაკავშირებული არ იყო ნიშნობასთან და უარი განაცხადა მათ დაბრუნებაზე. ავთანდილმა
სასამართლოს მიმართა.

როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ?

ამოხსნა

საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში მხარეებს უკან უბრუნდებათ. აღნიშნული


გარემოებიან გამომდინარე მხარეები მხოლოდ ნიშნობაში იყვნენ და მათ ურთიერთობას
ოფიციალური სახე არ ჰქონდა. აღნიშნულ საქმეში სასამართლომ გადაწყვეტილ;ება
ავთანდილის სასარგებლოდ უნდა მიიღოს. სამოქალაქო კოდექსის კერძოდ საოჯახო
სამართლის 1109 მუხლის მესამე ნაწილი უნდა იქნას გამოყენებული რომელიც გულისხმობს
რომ ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში მხარეებს
უკან უბრუნდებათ.

კაზუსი #3

სასამართლომ ბათილად ცნო აბესალომსა და ეთერს შორის ქორწინება და


გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ქორწინება ბათილი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების
კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

სწორია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?

სასამართლოს სრული უფლება აქვს ბათილად ცნოს ქორწინება, თუმცა სასამართლოს


გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმმესთან დაკავშირებით სრულიად აცდენაშია კანონთან.
გარემოებიდან გამომდინარე სასამართლომ მიუთითა რომ ქორწინება ბათილი იქნებოდა
სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, თუმცა საქართველოს
სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს მსგავს გარემოებას და ქორწინების ბათილობის
მუხლი 1146. ქორწინების ბათილობის მომენტი ნაწილი 1 გვეუნება რომ ბათილად ცნობილი
ქორწინება ბათილად ითვლება ქორწინების რეგისტრაციის დღიდან და არ წარმოშობს
მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს.

მაშასადამე სასამართლოს გადაწყვეტილება მცდარია ვინაიდან ბათილად ცნობილი


ქორწინება ძალაში შედის ქორწინების რეგისტრაციის დღიდან და არა სასამართლოს
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

Vous aimerez peut-être aussi