GE

კახა ბენდუქიძის კამპუსის შენობათა კომპლექსი

01 მაისი 2023

კახა ბენდუქიძის კამპუსის შენობათა კომპლექსის პირველი ნაწილი (A კორპუსი) 1967 წლიდან არის ექსპლოატაციაში. კამპუსის ტერიტორიაზე მევენახეობა-მეღვინეობის შენობა, რომელიც იმ დროისათვის ცნობილი იყო, როგორც ამპელოგრაფიის ლაბორატორია, აშენდა 1970 წელს. შენობათა მეორე ნაწილის (B კორპუსი) მშენებლობა კი დაახლოებით 1970-იანი წლების ბოლოს დასრულდა.
იმ დროისათვის კამპუსში განთავსებული იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, რომლის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.
შენობის ავტორი არის ცნობილი ქართველი არქიტექტორი ლადო ალექსი-მესხიშვილი (1915-1978), გურამ გაბაშვილთან ერთად (1919-2014).
კამპუსმა ახალი სიცოცხლე შეიძინა 2011 წლიდან, როდესაც კახა ბენდუქიძემ ცოდნის ფონდის მეშვეობით მასშტაბური რეფორმები დაიწყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ფუნდამენტური გარდაქმნისთვის, რაც მოიცავდა: კამპუსის ინფრასტრუქტურის ძირეულ რეაბილიტაციას, ტერიტორიის კეთილმოწყობას, ლაბორატორიების თანამედროვე დანადგარებით აღჭურვას, ახალი პროგრამების საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავებასა და დანერგვას, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების დამკვიდრებას, კვალიფიციური ლექტორებისა და პროფესორების მოწვევას, რომელთა ნაწილი საზღვარგარეთიდან დაბრუნდა საქართველოში.
კამპუსი 50 წლის წინ: https://www.youtube.com/watch?v=ruNf_SYY1AA

Campus History