Maisons du Monde-ს ვინტაჟური სამზარეულოები

ავეჯისა და დეკორის ნივთების ცნობილმა ფრანგულმა გალერეამ Maisons du Monde ვინტაჟური სამზარეულოების კოლექცია  წარმოადგინა.

ხელოვნურად დაძველებული ფაქტურის მქონე ხის ავეჯი ლამაზ და მყუდრო გარემოს ქმნის. კოლექციაში წარმოდგენილი ხუთივე გარნიტური მუქი ლითონის დეტალებით არის გაფორმებული.

1

მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულოს ავეჯის დიზაინისთვის დახვეწილი ძველებური სტილია შერჩეული, გარნიტურები უახლესი საოჯახო ტექნიკით არის აღჭურვილი და სილამაზისა და ფუნქციურობის იდეალურ შერწყმას წარმოადგენს.

234567891011121314151617181920