ხაჭოს ფუნთუშა

a

ინგრედიენტები: 

  • 500 გ ხაჭო
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. მანანის ბურღული
  • 100 გ კარაქი
  • 200 გ შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • ვანილი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • ფქვილი (იმდენი, რომ ცომი ხელზე არ მოგეკროთ)

მომზადება:

ხაჭო, მანანის ბურღული, ცოტა მარილი, შაქარი, ვანილი დააბლენდერეთ ერთად და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ დაუმატეთ ქიშმიში, სოდა, ფქვილი და კარგად მოზილეთ – ცომი ხელს აღარ უნდა მიეკრას.

მოამზადეთ მრგვალი ფუნთუშები, დაალაგეთ ფქვილმოყრილ ცეცხლგამძლე ჭურჭლზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში.

ხაჭოს ფუნთუშას ძალიან უხდება შაქრის პუდრასთან ერთად ათქვეფილი არაჟანი.

ამავე წესით შეგიძლიათ მოამზადოთ ყველიანი ფუნთუშები. მხოლოდ 500 გრამი ხაჭოს ნაცვლად გამოიყენეთ 250 გ ხაჭო და 250 გ ყველი (კარგად გახეხილი). ცხადია, აღარ დაამატებთ შაქარს, ვანილსა და ქიშმიშს. არაჟანი ყველიან ვარიანტსაც ძალიან უხდება.

გემრიელად მიირთვით 🙂