პროკურორი - მიხეილ სააკაშვილს ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი მაღალჩინოსანი ეხმარებოდა

პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში შემოსვლაში წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი დაეხმარა.

ამის შესახებ პროკურორმა საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

"ფაქტი ერთია, ადამიანი, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ შემოსულა ოფიციალურად სახელმწიფო საზღვარზე და ის იმყოფება საქართველში. რაც შეეხება მეორე საკითხს, რამდენად გამოკვლეულია, მტკიცებულებებით რამდენად დგინდება საიდან წამოვიდა და რა მიმართულებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დეტალურადაა დადგენილი მათ შორის უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე ვინ ეხმარებოდა, და ეს იყო წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი სტრუქტურიდან, რომელიც ეხმარებოდა მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საკითხში", - განაცხადა ვეფხვაძემ.

საზღვრის კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი ვერ ესწრება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები