The New York Times - სატელიტური გამოსახულებების შესწავლით დადგინდა, რომ ცხედრები ბუჩაში მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო

გამოცემა The New York Times-მა შეისწავლა ქალაქ ბუჩას ქუჩების სატელიტური გამოსახულებები და დაადგინა, რომ ცხედრები დასახლების ქუჩებში მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო. 

გამოცემის ინფორმაციით, მშვიდობიანი მოქალაქეები მაშინ მოკლეს, როდესაც ქალაქი რუსეთის არმიას ჰქონდა დაკავებული.

ცხედრები ბუჩას ქუჩებში ჩანს 11 მარტს გადაღებულ სატელიტურ გამოსახულებებზე. სხეული იმავე პოზაშია, რაც სამი კვირის შემდეგ მათი აღმოჩენის დროს.

ამასთან, 2 აპრილს გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს ორი ავტომობილი და ცხედარი. სატელიტური გამოსახულებებიდან გამომდინარეობს, რომ აღნიშნული პირი 20-დან 21 მარტამდე მონაკვეთში მოკლეს.

ქალაქ ბუჩაში გუშინ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი იმყოფებოდა. მისი თქმით, აღმოჩენილია 300-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრების ცხედარი, თუმცა მსხვერპლთა რეალური რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, რადგან ჯერ არ არის შემოწმებული ყველა სახლის სარდაფი და ეზო. მსხვერპლთა ნაწილს სასტიკი წამების კვალი აღენიშნება, ზოგიერთ მოკლულ ადამიანს ხელები აქვს შეკრული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები