ენერგოატომი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციის გაჟონვისა და ხანძრის რისკით მუშაობს

ენერგოატომის ინფორმაციით, 20 აგვისტოს დილის მდგომარეობით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით მუშაობს.

"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ ოკუპირებულია და კონტროლდება რუსი სამხედროების მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ დამპყრობლების მოქმედებების პროგნოზირება შეუძლებელია, სადგურის ფიზიკური უსაფრთხოების საფრთხე რჩება. ახლა ზაპოროჟია აგრძელებს მუშაობას და ელექტროენერგიის გამომუშავებას შიდა ენერგოსისტემის საჭიროებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ენერგოატომის ინფორმაციით, უკრაინელი პერსონალი აგრძელებს მუშაობას და ყველა ღონეს ხმარობს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ზიანის შედეგების აღმოსაფხვრელად.

5 აგვისტოს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად, საავარიოო დაცვა ერთ-ერთ ელექტროსადგურზე ამუშავდა, სამი მოქმედი ელექტროსადგურიდან ერთი ახლა გამორთულია. რაშისტების დაბომბვის შედეგად სერიოზულად დაზიანდა აზოტ-ჟანგბადის სადგური და საერთო დამხმარე შენობა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები