მიხეილ დაუშვილი - მთავარი სამუშაო არის წინ და ეს სამუშაო, რაც შეიძლება დროულადაა გასაწევი

ჩვენი გუნდი ყველა ფორმატში აუცილებლად იზეიმებს წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებას - მთავარი სამუშაო არის წინ და ეს სამუშაო, რაც შეიძლება დროულადაა გასაწევი, - ამის შესახებ "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

"სულ რამდენიმე დღეა, დარჩენილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების ოფიციალურად გაფორმებამდე, ფაქტობრივად, სულ რამდენიმე საათია, დარჩენილი ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი გამარჯვების ოფიციალურად გაფორმებამდე.

თუმცა, მთავარი წინ არის. საქართველოს მთავარი მიზანი ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებაა. ამისთვის კი ქვეყანას ძალიან ბევრი აქვს სამუშაო. სწორედ ამ მიზნით 8 ნოემბერსვე, ანუ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მიღებისთანავე, ჩვენმა გუნდმა მივმართეთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეექმნა სამუშაო ფორმატები ევროკომისიის უმნიშვნელოვანესი პუნქტების შესასრულებლად. ამის შემდეგ ოფიციალურად წერილობით 2-ჯერ მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს ანალოგიური მოთხოვნით - რომ სასწრაფოდ დაიწყოს ინკლუზიური სამუშაო პროცესი იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღიდგინოს ქვეყანამ დაკარგული დრო და რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს საქართველოს გაფართოების მოლაპარაკებების ეტაპზე, როგორც მაგალითად მოლდოვა.

თუმცა დღემდე არანაირი სამუშაო ფორმატი არ შექმნილა. ამის სანაცვლოდ პოლიტიკური პარტიები, როგორც სახელისუფლებო, ისე ზოგიერთი ოპოზიციური, დაკავებულები არიან კანდიდატის სტატუსის მოპოვების საკუთარ მიღწევად გასაღების.

სინამდვილეში, საქართველოს მიერ სტატუსის მიღებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს - პირველი, რა თქმა უნდა არის ქართველი ხალხის ურყევი ნება, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და ეს ხალხმა ძალიან ბევრჯერ ძალიან მკაფიოდ დაანახა მსოფლიოს. დიახ, ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა ქართველი ხალხის ბრძოლა გაითვალისწინეს. ასევე, აღსანიშნავია, ჩვენი საჯარო მოხელეების წვლილი, რომლებიც მრავალი წელია შრომობენ საქართველოს მიახლოებისთვის ევროკავშირის სტანდარტებთან და მე ვამაყობ ნამდვილად იმით, რომ წარმოვადგენ იმ გუნდს, რომელიც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში საჯარო სამსახურს (სხვადასხვა თანამდებობაზე) ემსახურებოდა და წვლილი მიუძღვის ამ შრომაში.

სტატუსის მიღება მათ შორის იმის დამსახურებაცაა, რომ ჩვენი ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში იყო ასოცირებული ტრიოს ლიდერი და ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ამაყობდნენ ამით. ჩვენ ვიყავით იმ ასოცირებული ტრიოს ლიდერი, რომელიც სწორედ ოცნების ხელისუფლების ინიციატივით შეიქმნა წლების წინ და სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ საქართველოს ინტერესებში შედიოდა. დღეს კი ოცნების ზოგიერთი წარმომადგენელი გამოდის და ევროკავშირს აბრალებს, რომ ასოცირებული ტრიო დაიშალა. რეალურად, კი ასოცირებულ ტრიოში მრავალი წლის ლიდერობაა ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი გვაქვს.

დიახ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს, თუ რაიმე სიურპრიზი არ მოუწყო ჩვენს ქვეყანას სააკაშვილისა და ღარიბაშვილის ახლო მეგობარმა ორბანმა.

ჩვენი გუნდი ყველა ფორმატში აუცილებლად იზეიმებს წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებას - მთავარი სამუშაო არის წინ და ეს სამუშაო, რაც შეიძლება დროულადაა გასაწევი. ვინაიდან, დიახ, ქართველ ხალხს ეჩქარება გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი!" - განაცხადა დაუშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები