ბუდანოვი - რუსი ოკუპანტების განკარგულებაშია რვა A-50, რომლებიც კარგ მდგომარეობაშია

რუსი ოკუპანტების განკარგულებაშია რვა A-50 თვითმფრინავი, რომლებიც კარგ მდგომარეობაშია, - ამის შესახებ Financial Times-თან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, A-50 ჩამოაგდეს და აფეთქდა, მაგრამ ილ-22 საჰაერო კონტროლის ცენტრი მძიმე დაზიანებით დაეშვა.

”მხოლოდ რვა A-50 არის კარგ მდგომარეობაში”, - აღნიშნა ბუდანოვმა.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა აღნიშნა, რომ თვითმფრინავების ასეთი განადგურება, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს რუსეთის უნარზე, განახორციელოს 24-საათიანი ოპერატიული საქმიანობა და შეინარჩუნოს კომუნიკაციები კონფლიქტის ზონაში.

ერთი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების და კიდევ ერთის დაზიანების შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. ეს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ ორივე თვითმფრინავი განადგურდა. მოგვიანებით, საჰაერო ძალებში განმარტეს, რომ ილ-22 აღდგენას აღარ ექვემდებარება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები