ზელენსკი - შავ ზღვაში რუსი ტერორისტებისთვის უსაფრთხო ნავსადგურები აღარ არის და არც არასდროს იქნება

უკრაინელი დამცველების შესაძლებლობებმა დაამტკიცა, რომ რუსი ოკუპანტებისთვის შავ ზღვაში არ არის და არ იქნება უსაფრთხო ნავსადგურები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ყველა დანაყოფს, რომელიც აღადგენს უსაფრთხოებას და კონტროლს როგორც უკრაინის ცაზე, ასევე ჩვენს შავ ზღვაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინამ დაამტკიცა, რა შეუძლია.

"ამას მოწმობს ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავების რაოდენობა და ჩვენი ბიჭების შესაძლებლობები რუსეთის ფლოტთან დაკავშირებით. შავ ზღვაში რუსი ტერორისტებისთვის უსაფრთხო ნავსადგურები აღარ არის და არც არასდროს იქნება. და არ იქნება მათთვის უსაფრთხო სივრცე ცაზე - იმ პირობით, რომ ჩვენი უკრაინული ძალა საკმარისი იქნება. ეს ეხება როგორც პარტნიორების მიწოდებას, ასევე ჩვენს შიდა წარმოებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დღეს მოისმინა სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროს ანგარიში თავდაცვის წარმოებასთან, ასევე პარტნიორებთან დაკავშირებულ კომუნიკაციასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ვახორციელებთ ბოლო დროს მიღწეულ შეთანხმებებს რაც შეიძლება სწრაფად - მიწოდებაზე და ერთობლივ პროექტებზე. მადლობელი ვარ მსოფლიოში ყველასი, ვინც გვეხმარება პრინციპულად, დროულად და შეუფერხებლად", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

4-5 მარტის ღამეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა შეტევა განახორციელა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემზე "სერგეი კოტოვი".

საზღვაო დრონების "Magura V5" დარტყმის შედეგად, გემს უკანა, მარჯვენა და მარცხენა მხარეები დაუზიანდა.

გემის განადგურება მოხდა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ქერჩის სრუტესთან ახლოს. ჩაძირული გემის ღირებულება დაახლოებით 65 მილიონი დოლარია.

მსგავსი სიახლეები