საპარტნიორო ფონდმა წინანდალში „რედისონის“ პროექტი განაახლა

13 სექტ 2016 0 2802

   

საპარტნიორო ფონდმა წინანდალში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტი „რედისონ ბლუ წინანდალში" განაახლა. კახეთის რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების, პირველი ბრენდირებული სასტუმრო „წინანდალი რედისონი" თელავის რაიონში, სოფ. წინანდალში, ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება და კახეთის რეგიონში პირველი საერთაშორისო ბრენდირებული სასტუმრო იქნება. 30 მილიონიან საინვესტიციო პროექტზე შეთანხმება წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე შედგა. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი წინანდალში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და სს "წინანდლის მამულების” დირექტორმაგიორგი ხარაბაძემ მოაწერეს. პროექტში საპარტნიორო ფონდის პარტნიორია „სილქ როუდ ჯგუფში" შემავალი კომპანია „წინანდლის მამულები." „სილქ როუდ ჯგუფმა" უკვე წარმატებით განახორციელა იგივე ბრენდის სასტუმროების მშენებლობის პროექტები თბილისსა და ბათუმში. წინანდლის „რედისონი" თბილისისა და ბათუმის შემდეგ ამ ბრენდის მესამე სასტუმრო იქნება საქართველოში. „ სასტუმრო „წინანდალი რედისონი" ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმს მეტ ხიბლს და მნიშვნელობას შესძენს. ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს და კახეთში დამსვენებლებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება. მოხარული ვარ, რომ საპარტნიორო ფონდს ამ საქმეში საკუთარი წვლილი შეაქვს. მაღალი კლასის სასტუმრო რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ ცხოვრებას გამოაცოცხლებს – კომფორტულ დასვენებას, ახალ საკონფერენციო სივრცეს და სასიამოვნო გარემოს შესთავაზებს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ვიზიტორებს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იგი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას, რეგიონის მცხოვრებ ადამიანებს შემოსავლებს გაუჩენს და ცხოვრების დონეს გაუუმჯობესებს," განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ. 5 ვარსკვლავიან 120-ნომრიან სასტუმროში საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრების ოთახები, ღონისძიებათა დარბაზები,ღია და დახურული კაფე/რესტორნები, სპა, აუზი და ფიტნეს კლუბი განთავსდება. „წინანდალი რედისონი" კახეთის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო და ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდება. დამსვენებელს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს არა მარტო სასტუმროს ყველა მომსახურებით, არამედ გაისეირნოს ალ.ჭავჭავაძის ბაღში, დაათვალიეროს მისი სახლ-მუზეუმი და დააგემოვნოს წინანდლის მამულის ღვინოები. აღნიშნული პროექტით საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო გაჩნდება, რომელიც მაღალშემოსავლიან ტურისტთა მოთხოვნასაც დააკმაყოფილებს.„წინანდალი რედისონის" მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც საპარტნიორო ფონდმა იმ ეტაპზე 2,3 აშშ დოლარის სესხი გამოუყო კომპანიას, თუმცა მაშინ სასტუმროს მშენებლობა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო შეჩერდა. მაშინ, პარტნიორის მხრიდან ფონდის მიერ გამოყოფილი სესხისა და პროცენტის სრულად დაფარვა მოხდა. 2016 წელს კი პროექტის ავტორებმა თვისობრივად განაახლეს პროექტის მახასიათებლები, გაზარდეს სასტუმროს ზომა, გააფართოვეს ინფრასტრუქტურა, ახლებურად ჩამოაყალიბეს ფინანსური სტრუქტურა და ფონდს პარტნიორის სახით „წინანდალი რედისონის" კაპიტალში შესვლა შესთავაზეს. შედეგად კომპანიასა და ფონდს შორის გაფორმდა პარტნიორთა შეთანხმება, რის შედეგადაც პროექტის თანადაფინანსება მოხდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარია, საიდანაც საპარტნიორო ფონდი 10 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. სასტუმროს გახსნა 2018 წლის დასაწყისში იგეგმება. „რედისონი" საპარტნიორო ფონდის მეორე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა რეგიონებში და მეორე პრეცედენტია, როცა მუზეუმის ტერიტორიაზე მაღალი კლასის სასტუმროს პროექტი ხორციელდება. წინანდალში, ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტის განახლებადე საპარტნიორო ფონდმა ყაზახურ კომპანია „ყაზმუნაიგაზთან"თანაპარტნიორობით ბორჯომ-ლიკანში მდებარე რომანოვების სასახლის ტერიტორიაზე, ასევე 5 ვარსკვლავიანი „რიქსოს ბორჯომი" გახსნა, რომელიც დღემდე წარმატებით ოპერირებს და ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორებს ემსახურება. მუზეუმების ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს ზრდის, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. სასტუმროების მიმართულებით საპარტნიორო ფონდის მიერ დასრულებული პროექტებია ასევე სასტუმრო „ჯინო ველნესი" ახალციხეში, „როიალ ბატონი" ყვარელში, და მულტიფუნქციური სპა გამაჯანსაღებელი კურორტი საირმეში. ფონდი ასევე ქუთაისში აშენებს Best Western-ის 3 ვარსკვლავიან სასტუმროს, რომელიც 2016 წლის ბოლოს გაიხსნება.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები