სად გააქრო საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებული ინვალიდები?
16:00 ორშ. 7 მარტი, 2022 წელი
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საბჭოეთის ქალაქებიდან და სოფლებიდან თანდათანობით გაქრნენ კიდურების გარეშე დარჩენილი, შრომისუუნარო ომის ინვალიდები, რომლებიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწყალებას ითხოვდნენ. არადა, ისინი ბევრნი იყვნენ...
სტატისტიკის თანახმად, ომიდან დემობილიზებულთა შორის 2 500 000 ინვალიდი იყო. მათ შორის, 450 000 მებრძოლს ცალი კიდური დაკარგული ჰქონდა.
ხელისუფლებას აწუხებდა, რომ ქვეყანაში არსებობდა „ისეთი ნეგატიური მოვლენა, როგორიცაა მათხოვრობა“.
1947-53 წლებში მილიციის ორგანოებმა ქალაქებსა და რკინიგზის სადგურებზე ასი ათასობით მათხოვარი დააკავეს.
ინვალიდების მათხოვრობის ლიკვიდაციის მიზნით, სახელმწიფომ მათი დიდი ქალაქებიდან სპეციალურ ინტერნატებში გადაყვანა გადაწყვიტა.
1950 წლიდან აქტიურად დაიწყეს კიდურების გარეშე დარჩენილი და ტუბერკულოზი დაავადებული ჯარისკაცების გადაყვანა სპეცდაწესებულებაში კუნძულ ვალაამზე (Валаам), რომელიც ლადოგის ტბის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ასეთი ინვალიდების სახლები რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ 9 ადგილას იყო მოწყობილი.
ამის შემდეგ ამ ადამიანების შესახებ არავითარი ცნობები აღარ არსებობს. ისინი „ისტორიული მეხსიერებიდან“ ამოშალეს.
***
„უცნობი“ - ასე უწოდა მხატვარმა გენადი დობროვმა ამ ნახატს. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ეს იყო სსრკ გმირი, მფრინავი გრიგორი ვოლოშინი. მან ვალაამის პანსიონში 29 წელი გაატარა.
მისი ახლობლები 1994 წელს გამოჩნდნენ, როცა ის უკვე დაკრძალული იყო ინვალიდთა სახლთან ახლოს, იგუმენის სასაფლაოზე (Игуменское кладбище) და პატარა საფლავზე კვარცხლბეკი დადეს. ბევრი ინვალიდის საფლავი კი უსახელოდ არის დარჩენილი.
წყარო: newtambov.ru
სიახლეები ამავე კატეგორიიდან