სილამაზე/ჯანმრთელობა

ხშირად ტირილი - ხასიათის თვისება თუ დიაგნოზი?

fun time

17:15 პარ. 16 ივნისი, 2023 წელი

მტირალობა - ხასიათის
თვისება თუ დიაგნოზი

14
დაკოპირებულია

თანამედროვე ადამიანი ხშირად უმნიშვნელო წვრილმანზე ნერვიულობს, მაგრამ როცა ტირილი ცხოვრების წესია და არა გამონაკლისი, საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა დაფიქრდეთ. 

მიზეზები

ტირილს შეიძლება უამრავი მიზეზი ჰქონდეს - პირადი პრობლემებიდან დაწყებული, ქრონიკული დაღლილობით დამთავრებული, რომელიც დიდი ქალაქის ყველა მცხოვრებს აწუხებს.

ასე რომ, ცრემლი ემოციურ შოკებზე სხეულის რეაქციაა. ტირილი აუცილებელია განტვირთვისა და უარყოფითი ენერგიისგან გათავისუფლებისთვის, მაგრამ განსაკუთრებული მიზეზების გარეშე, ყოველდღე ტირილი ნორმიდან გადახრაა.

მუდმივი ტირილის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ძლიერი ემოციური შოკი, რომელიც თავს ხშირად გახსენებთ.
  • ქალებში პრემენსტრუალური სინდრომი, თუმცა უსიამოვნო პერიოდი მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდება.
  • ორსულობის პერიოდში - დიდი რაოდენობის ჰორმონი. გახსოვდეთ, ამ პერიოდში ტირილი ნორმალურად ითვლება!
  • დეპრესია - შეიძლება დაავადების დაწყების შესახებ არაფერი იცოდეთ და პრობლემებს დაღლილობას, უძილობას და უამინდობას მიაწერდეთ, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის - თუ ნებისმიერ წვრილმანს ისტერიკამდე მიჰყავხართ, ექიმს უნდა მიმართოთ.
  • ენდოკრინული და საჭმლის მომნელებელი სისტემების, ასევე ქრონიკული დაავადებები - ამ მიზეზს მაშინ განიხილავენ, თუ ტირილი და განწყობის ხშირი ცვლა ფიზიოლოგიურ ხასიათს ატარებს.

სხვათა შორის, სტატისტიკის მიხედვით, ქალები მამაკაცებზე ხშირად ნერვიულობენ, რაც პირველ რიგში, ჰორმონალურ ფონს უკავშირდება.

რა გავაკეთოთ?

👉თუ ემოციებს ვერ უმკლავდებით, რამდენიმე ენერგიული, მაგრამ არა ღრმა ჩასუნთქვა სცადეთ. ასეთი ვარჯიში ნერვების დასამშვიდებლად აუცილებელია.

👉თუ ცრემლები თქვენი ერთგული მეგობარია, წყალი ყოველთვის ახლოს უნდა გქონდეთ. სასურველია, რომ წყალი არა ერთბაშად, არამედ პატარა ყლუპებით სვათ.

👉თუ ნერვიულობთ და გრძნობთ, რომ თვალებზე ცრემლები მოგაწვათ, ეცადეთ ისეთი საგანი წარმოიდგინოთ, რომელსაც ბევრი პატარა დეტალი აქვს. შემდეგ წარმოსახვაში თითოეული დეტალი ყურადღებით დაათვალიერეთ. არ შეწყვიტოთ ვარჯიში, სანამ თქვენი ცნობიერება მთლიანად ამაზე არ გადაერთვება და ცრემლები უკან დაიხევს.

👉ზოგ შემთხვევაში ცრემლების შესაკავებლად ძალიან ეფექტურია თვალების ხშირი ხამხამი ან ცხვირის შეჭმუხვნა. თუ ცრემლები მაინც მოგდით, ხელზე იჩქმიტეთ - მცირე ფიზიკური ტკივილის შეგრძნება სულიერ ტკივილს ცოტა ხნით დაგავიწყებთ.

👉დაბოლოს, ეცადეთ პრობლემისგან ფიზიკური დისტანცირება მოახდინოთ. უბრალოდ, გადით სხვა ოთახში, ფანჯარა გააღეთ, ოთახი გაანიავეთ და თავს უკეთესად იგრძნობთ.

ასევე საინტერესოა:

როცა ლამაზი თვალები დაავადების სიმპტომია

რა დიაგნოზი დაუსვეს ბრიტანელმა მეცნიერებმა შექსპირის გმირებს?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

უსაფრთხოა თუ არა საკვები, რომელსაც...

უსაფრთხოა თუ არა საკვები,
რომელსაც ბუზი დააჯდა?

იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფ...

ავოკადოს მიღების წესი

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას