სილამაზე/ჯანმრთელობა

მწარე წიწაკის სასარგებლო თვისებები

fun time

15:55 შაბ. 15 ივლისი, 2023 წელი

მწარე წიწაკის სასარგებლო
თვისებები

14
დაკოპირებულია

ბევრი დიასახლისისთვის მწარე წიწაკა საყვარელი სუნელია, რომელიც კერძებს განუმეორებელ და პიკანტურ გემოს ანიჭებს, მაგრამ არაფერი იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ. კერძოდ:

მწარე წიწაკის სასარგებლო თვისებები

  • ამაგრებს იმუნიტეტს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს ბრონქული ასთმით დაავადებული ადამიანის მდგომარეობას და ა.შ.
  • მასში შემავალი ერთ-ერთი ალკალოიდი ადამიანის ორგანიზმს მძიმე საკვების მონელებაში ეხმარება, ანეიტრალებს ცხიმებს და მავნე ნივთიერებებს, ორჯერ ამცირებს კერძის კალორიულობას და ხელს უშლის ჭარბი წონის გაჩენას.
  • ხელს უშლის სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნას. აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში და სისხლს სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს.
  • ხელს უშლის ჭარბი წონის წარმოქმნას, რადგან ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას. ამის შედეგად, ორგანიზმში სწრაფად მიმდინარეობს ცხიმოვანი უჯრედების დაშლის პროცესი.
  • მსხვილი ნაწლავიდან ტოქსინები და სხვადასხვა მავნე ნივთიერებები გამოჰყავს.
  • ძალიან დაბალკალორიული ბოსტნეულია და ნახშირწყლებს თითქმის არ შეიცავს. თავისი უნიკალური თვისებების წყალობით, ამ ბოსტნეულის გასახდომად გამოყენებაც შეიძლება.
    ამისთვის, საჭიროა ერთი წილი ძალიან წვრილად დაჭრილი მწარე წიწაკა და მეხუთედი წილი არაყი ან 90%-იანი სპირტი. თუ წიწაკის ნაყენის დასამზადებლად სპირტს იყენებთ, ნაყენი შვიდი დღე უნდა გააჩეროთ. არყის შემთხვევაში კი, სულ მცირე, სამი კვირა მაინც. ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე უნდა მიიღოთ.
  • შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა.
  • მამაკაცებისთვისაც უებარი დამხმარეა - ის აღადგენს პოტენციას და სექსუალური უძლურების დაძლევაში ეხმარება.
  • თმასა და ფრჩხილებს ზრდაში ეხმარება და ამაგრებს. თუ წიწაკის მოყვარული ბრძანდებით, მტვრევადი თმისა და ფრჩხილების პრობლემა არასოდეს შეგაწუხებთ.
  • ტვინს მუშაობაში ეხმარება, ამიტომ კარგი იქნება, თუ წიწაკას იმ ბავშვების რაციონშიც შეიტანთ, რომლებსაც გაკვეთილების ათვისება უჭირთ.
  • C ვიტამინის შემცველობის მხრივ რეკორდსმენია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წითელ წიწაკაში ვიტამინი C 4-ჯერ მეტია, ვიდრე მწვანეში.
  • შეიცავს სასიცოცხლოდ აუცილებელ მიკროელემენტებს, რკინას, ცინკს, მაგნიუმს კალციუმს, კალიუმსა და ფოსფორს, ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, მწარე წიწაკა ყოველდღიურ რაციონში ჩავრთოთ.

რატომ არის წიწაკა მწარე?

წითელ წიწაკას მკვეთრი არომატი აქვს და არის მწარე და ცხარეა, რასაც განაპირობებს მასში შემავალი ალკალოიდი კაპსაცინის ნაერთი, რომელიც არ შედის ბულგარულ წიწაკაში.

საინტერესოა, რომ კაპსაცინს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს და,ასევე, ტკივილგამაყუჩებელია.


წიწაკის უარყოფითი თვისებები

წითელი წიწაკის ზოგიერთი სახეობა იმდენად მწარეა, რომ მისი მიკარებაც კი კანს გაგიღიზიანებთ.

აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ ადამიანები, რომლებსაც მომატებული მჟავიანობა, გასტრიტი, დიაბეტი, ღვიძლის, ნაწლავებისა და წყლულოვანი დაავადებები აწუხებთ, მწარე წიწაკით შეზავებულ კერძებს უნდა მოერიდონ, რადგან მწარე წიწაკა კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებასა და დაავადების გამწვავებას გამოიწვევს.

ესეც დაგაინტერესებთ:

5 მიზეზი იმისთვის, რომ მწვანე ბოსტნეული მიირთვათ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

უსაფრთხოა თუ არა საკვები, რომელსაც...

უსაფრთხოა თუ არა საკვები,
რომელსაც ბუზი დააჯდა?

იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფ...

ავოკადოს მიღების წესი

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას