+18

ცნობილები, რომლებიც სექსის პროცესში გარდაიცვალნენ

fun time

23:00 სამ. 16 მარტი, 2021 წელი

შეიძლება თუ არა, ადამიანი
სექსის პროცესში მოკვდეს?

14
დაკოპირებულია

უკანასკნელი ამოსუნთქვა საყვარლის მკლავებში - ვნახოთ, რომელ ცნობილ ადამიანს ერგო ასეთი „ბედნიერება“?

რომის პაპი იოანე XII

ადამიანებმა სექსის დროს გულის შეტევით იმაზე ადრე იღუპებოდნენ, ვიდრე სამედიცინო ტერმინი „ინფარქტი“ გაჩნდებოდა.
კერძოდ ახ. წ. 964 წელს პაპი იოანე სწორედ ამ მიზეზით გარდაიცვალა, თუმცა მისი თანამედროვეების აზრით, სიკვდილის მიზეზი ეშმაკი იყო, რომელმაც პაპს თავში ჩაარტყა.
იგივე თანამედროვეების გადმოცემით, იოანე XII უხეში და უზნეო კაცი იყო, რომელმაც ლატერანის სასახლე ბორდელად აქცია. იტალიელი დიპლომატი და ისტორიკოსი ლიუტპრანდ კრემონა პაპის შესახებ წერდა: „ის მრუშობდა ქვრივ რენიესთან, მამა სტეფანეს მსახურთან, ქვრივ ანასთან და საკუთარ დისშვილთანაც კი, მან წმინდა სასახლე ბორდელად აქცია“. ერთი ვერსიით, პაპი ერთ-ერთ საყვარელთან სტეფანეტასთან სექსის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა, ხოლო მეორე ვერსიით, იმავე სტეფანეტას განრისხებულმა ქმარმა ცოლის ლოგინში მოკლა.

ჰუნების ბელადი ატილა

ამბობენ, რომ ჰუნების ბელადს უზომო სექსუალური მადა ჰქონდა. რაინიდან ვოლგამდე დიდი სახელმწიფოს შემქმნელი ბანალური ცხვირიდან სისხლდენით გარდაიცვალა.
ბიზანტიელმა ისტორიკოსმა იორდანმა ატილას გარდაცვალება ასე აღწერა:
„უთვალავი ცოლის შემდეგ, ატილამ შესანიშნავი სილამაზის გოგონა, სახელად ილდიკო შეირთო. ქორწილის შემდეგ უდიდესი სიამოვნებით, ღვინითა და ძილით დამძიმებული ატილა ცოლის ლოგინში იწვა და საკუთარ სისხლში ბანაობდა, რომელიც ცხვირიდან ხშირად მოსდიოდა, მაგრამ ამჯერად, დაახრჩო“.
ისტორიკოსების აზრით, ატილას სიკვდილის მიზეზი ინსულტი გახდა.

რომის პაპი პავლე II

იოანე XII ერთადერთი პაპი არ ყოფილა, რომელიც საკუთარ სტატუსს უგულებელყოფდა. პავლე II (საერო ცხოვრებაში პიეტრო ბარბო) მისი „ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელი“ გახლდათ.
პავლე 1471 წელს, 54 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ზოგი ამტკიცებდა, რომ სიკვდილის მიზეზი ბევრი ნესვის ჭამა გახდა, თუმცა სხვები ამტკიცებდნენ, ნესვი არაფერ შუაშია და პაპი ახალგაზრდა პაჟთან ჰომოსექსუალური კავშირის დროს გარდაიცვალა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფელიქს ფორი

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სურათზე ამაყი და გაუტეხელი მამაკაცი ჩანს, თუმცა რეალურად, საკმაოდ პიკანტურ ვითარებაში გარდაიცვალა. ჭორების თანახმად, ფორემ სწორედ იმ დროს განუტევა სული, როდესაც იმ დროის ცნობილ არისტოკრატ ქალს, მარგარიტა სტენელს მასთან კაბინეტში ორალური სექსი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ტვინში სისხლის ჩაქცევა გახლდათ, ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ის მოწამლეს.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ნელსონ როკფელერი

სკანდალი თეთრ სახლში - შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი (1974-1977 წ.წ.) ნელსონ როკფელერი საკუთარ თანაშემწესთან, მეგან მარშაკთან სექსუალური აქტის დროს დაიღუპა და მისი გარდაცვალების ცნობაში ზუსტად ასე წერია.
ასისტენტებმა სწრაფად იმოქმედეს, რათა საზოგადოებას მომხდარის შესახებ არაფერი გაეგო - გარდაცვლილ ნელსონს ჩააცვეს და სავარძელში ჩასვეს და რომ არა ექიმის მახვილი თვალი და იშვიათი მოვლენა - სიკვდილის შემდგომი პრიაპიზმი, ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. მარტივად რომ ვთქვათ, გარდაცვლილ ვიცე-პრეზიდენტს ერექცია ჰქონდა და მისი პენისი იმავე მდგომარეობაში დარჩა, როგორშიც გარდაცვალების მომეტში იყო.

მსახიობი დევიდ კარადინი

2009 წელს ბანგკოკის სასტუმროში იპოვეს ცნობილი მსახიობის, ფილმის "Kill Bill" ვარსკვლავის ცხედარი.
მუსიკოსი, პროდიუსერი და რეჟისორი შიშველი იყო და კისერსა და სასქესო ორგანოებზე მავთული ჰქონდა შემოხვეული, რაც თვითმკვლელობაზე საუბრის საფუძველს წარმოადგენდა.

გამომძიებლებმა თვითმკვლელობის ვერსია მალე გამორიცხეს და განაცხადეს, რომ 72 წლის კარადინი გაუფრთხილებლობით გარდაიცვალა. ასეთ შემთხვევებს „აუტოეროტიკულ ასფიქსიას" უწოდებენ. (აუტოეროტიკული ასფიქსია - გულისხმობს ცერებრული ანოქსიის გამოწვევას სექსუალური აგზნების გასაძლიერებლად მასტურბაციის პროცესში. ასფიქსია ნაწილობრივ გამოწვეულია ყელზე თოკის მოჭერით ან თავზე პოლიეთილენის პარკის ჩამოცმით. ეს პრაქტიკა მხოლოდ მამაკაცებში გვხვდება. ის სახიფათოა და შეიძლება სიკვდილით დასრულდეს)

როგორც კარადინის გარდაცვალების შემდეგ მისმა ყოფილმა მეუღლეებმა, გეილ ჯენსონმა და მარინა ანდერსონმა განაცხადეს, იცოდნენ ყოფილი ქმრის უცნაური და საშიში მიდრეკილებების შესახებ. განქორწინების პროცესის დროს ანდერსონმა აღნიშნა, რომ კარადინს მიდრეკილება ჰქონდა „ამაზრზენი, არანორმალური სექსუალური ქცევისკენ, რაც ასევე ძალიან საშიში იყო“.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში