იცით თუ არა

10 უცნაური ფაქტი ანტიკური რომის ტუალეტების შესახებ

fun time

14:00 ხუთ. 11 თებერვალი, 2021 წელი

რისთვის იყენებდნენ ძველ
რომში საზოგადოებრივ
ტუალეტებს

14
დაკოპირებულია

ანტიკური რომის საკანალიზაციო სისტემამ, სრულყოფილი კონსტრუქციით, თავის დროს მნიშვნელოვნად გაასწრო. როგორც ისტორიკოსები გვამცნობენ, ძველი რომის საზოგადოებრივი ტუალეტები დღევანდელ მოსაწევ ოთახებს წააგავდნენ. თავიანთი უშუალო დანიშნულების გარდა, ტუალეტი იყო ადგილი, სადაც საჭირო ადამიანებს ხვდებოდნენ და უახლეს ამბებს განიხილავდნენ.

ტუალეტში იდგა გრძელი ქვის სკამები, ზედა და წინა ფასადზე ხვრელებით. ტუალეტის ვიზიტორებს შორის ტიხრები არ იყო, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დროს უქმად არ კარგავდნენ და საჭირბოროტო საკითხებს განიხილავდნენ.

თუ ზედა ხვრელებთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, სრულიად გაუგებარია, რა როლს ასრულებდნენ წინა ფასადის ხვრელები. როგორც გაირკვა, იმის გამო, რომ ტუალეტის ქაღალდი ჯერ კიდევ არ არსებობდა, რომაელები ამ ხვრელს თავის მოსაწესრიგებლად იყენებდნენ. უფრო კონკრეტულად კი იღებდნენ ღრუბელს, ამაგრებდნენ ჯოხზე და წყალში ასველებდნენ. პროცედურის დასრულების შემდეგ, ღრუბელს აგდებდნენ, ხოლო ჯოხს შემდეგ ვიზიტორს უტოვებდნენ.

სხვათა შორის, რომაული ტუალეტი მოსაწყენი ადგილი არ იყო. ოთახის კედლები მოჩუქურთმებული და ქანდაკებებით მორთული იყო. ტუალეტით სარგებლობისთვის დაწესებული იყო გარკვეული გადასახადი, ამიტომ ღარიბები ამ ადგილს იშვიათად სტუმრობდნენ.

როდესაც იმპერატორმა ვესპასიანემ ხაზინის შესავსებად, შარდის გადასახადი შემოიღო, ბევრმა ვერ გაუგო, მაგრამ მისი წინადადება ეფექტური აღმოჩნდა და გამოთქმა, რომ ფულს სუნი არ აქვს, ფრთიანი გახდა.

ზოგიერთ ტუალეტში სპეციალური გათბობის სისტემაც კი იყო, რომელსაც ჰიპოკაუსტი უწოდეს.

სართულებიან შენობებში ტუალეტები სხვა პრინციპით იყო მოწყობილი. ოთახში მთელი ღამის განმავლობაში ედგათ ქოთანი, რომლელსაც დილას ქვედა სართულზე მდებარე თიხის ჭურჭელში ცლიდნენ.

ზოგიერთები ქვედა სართულზე ჩასვლით თავს არ იწუხებდნენ და ქოთნის შიგთავსს პირდაპირ ფანჯრიდან ასხამდნენ, რისთვისაც მოგვიანებით ჯარიმა დაწესდა.

IV საუკუნეში, დიოკლეტიანეს მმართველობის დროს, რომში 144 საზოგადოებრივი ტუალეტი იყო. თუ ამას მოსახლეობის რაოდენობის შევადარებთ, თანამედროვე ქალაქები ამ დონეს ვერასოდეს მიაღწევენ!

შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ რომის ტუალეტების თემას უამრავი სამეცნიერო ნაშრომი ეძღვნება და ისტორიკოსებს ეს საკითხი ძალიან აინტერესებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა