იცით თუ არა

რატომ დაკრძალეს პეტრე I გარდაცვალებიდან მხოლოდ 6 წლის შემდეგ

fun time

14:20 შაბ. 12 მარტი, 2022 წელი

იმპერატორის გარდაცვალება

14
დაკოპირებულია

ისტორიული წყაროების თანახმად, რუსეთის იმპერატორი პეტრე I გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში პეტერბურგის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში დაკრძალეს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ იმპერატორის ცხედარი სინამდვილეში არაქრისტიანული წესით, გარდაცვალებიდან 6 წლის შემდეგ დაასაფლავეს. ამ ვერსიის თანახმად, მომხდარში დამნაშავე იმპერატორის თანამოაზრე იაკობ ბრიუსი გახდა. 

პირველი 42 დღე

ისტორიკოსი და ჟურნალისტი მიხაილ პაზინი თავის წიგნში „რომანოვების არაოფიციალური ცხოვრება“, წერდა, რომ პეტრე I საშინელი ტანჯვით გარდაიცვალა 1725 წლის 28 იანვარს. როგორც ექიმები ვარაუდობენ, იმპერატორის გარდაცვალების მიზეზი შარდსასქესო ორგანოების დაავადება გახდა, რომელიც ცუდად ნამკურნალებმა ვენერიულმა დაავადებამ (სავარაუდოდ, სიფილისმა) გაართულა.

პეტრეს გარდაცვალების მიზეზებზე კამათი დღემდე გრძელდება, თუმცა დადასტურებულად ცნობილია, რომ რუსეთის მონარქი ზამთრის სასახლის პატარა ოთახში აღესრულა, სადაც გიგანტური კუბო ძლივს შეატიეს.

ზამთრის სასახლის მთავარ დარბაზში პეტრესთან გამოთხოვება 42 დღის მანძილზე გრძელდებოდა. აღსანიშნავია, რომ რომანოვებში დაკრძალვის ასეთი ხანგრძლივი წესი საუკუნეების მანძილზე არსებობდა.

1725 წლის 8 მარტს იმპერატორის კუბო სამგლოვიარო კორტეჟთან ერთად პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის საკათედრო ტაძრისკენ გაემართა. მიუხედავად ძლიერი ყინვისა და თოვლისა, პეტრეს მეუღლემ, იმპერატრიცა ეკატერინე I-მა ეს გზა ფეხით გაიარა.

შემდეგი 6 წელი

რუსი ისტორიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ პეტრე I ხანგრძლივი პანაშვიდების შემდეგაც კი არ დაუკრძალავთ. „რომანოვების სახლის საიდუმლოს“ ავტორი ვოლდემარ ბალიაზინი ამტკიცებს, რომ როდესაც იმპერატორის ცხედარი პეტრე-პავლეს ტაძარში დაასვენეს, ის ჯერ კიდევ შენდებოდა.

ცხედრის ბალზამირება თავის თავზე პეტრესთან დაახლოებულმა იაკობ ბრიუსმა აიღო, რომელიც ცნობილი იყო როგორც თავისუფალი მასონი და შავი მაგი. სინამდვილეში, ბრიუსს ზებუნებრივი ძალების არსებობის არ სწამდა. ასეთი ამბავიც არსებობს: ერთხელ წმინდანთა უხრწნელი ნაწილებით აღფთოვანებულმა პეტრემ ბრიუსს ჰკითხა, რას ფიქრობდა ამ სასწაულზე. ბრიუსმა მშვიდად უპასუხა, რომ ნეშტების უხრწნელობის მიზეზი მშრალი კლიმატი, ნიადაგის განსაკუთრებული შემადგენლობა და მსუბუქი ბალზამირება იყო.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, რომელიც აღწერილია ალექსანდრე სმირნოვის წიგნში "უცნობი პეტრე I", ბრიუსმა გარდაცვლილი იმპერატორისთვის ნამდვილი მავზოლეუმის აგება გადაწყვიტა. ისტორიული ცნობების თანახმად, იმ დროს, პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მართლაც აგებდნენ ძვირად ღირებული გრანიტისა და მარმარილოს შენობას. ეს ფაქტი 1725 წლიდან 1731 წლამდე პეტერბურგში მყოფმა უცხოელებმაც აღნიშნეს.

1727 წელს ფილტვების დაავადებით გარდაიცვალა პეტრეს ცოლი ეკატერინე ალექსეევნა. მისი ცხედარიც იმპერატორის კუბოს გვერდით მოათავსეს და 3 წელი ასე დატოვეს.

წარუმატებელი ცდები და დაკრძალვა

ისევე, როგორც პეტრეს, ეკატერინე I-ის ცხედარიც იაკობ ბრიუსის განსაკუთრებული ბალზამით შეინახეს. 1726 წელს კი ბრიუსი, ყველასთვის მოულოდნელად, თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზებზე ისტორიულ წრეებში დღემდე კამათობენ. ბრიუსი მეფის კარზე ძალიან გავლენიანი ფიგურა იყო, ამიტომ სავარაუდოდ, წასვლა აიძულეს. ბრიუსმა პოსტი ფელდმარშალის წოდებით დატოვა და მოსკოვთან ახლოს დასახლდა. თავის სამეცნიერო ცდებს გადადგომის შემდეგაც აგრძელებდა, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია.

სავარაუდოდ, სწორედ ბრიუსის გადადგომას და მისი ექსპერიმენტების წარუმატებლობას უკავშირდება ის ფაქტი, რომ პეტრე I-თვის მავზოლეუმის აგების იდეა დაივიწყეს.

ამასობაში ტახტზე პეტრეს დისშვილი, ანა ავიდა, რომელიც შორს იყო ყოველგვარი ოკულტიზმისა და ზებუნებრივი ძალების რწმენისგან. ანამ ტახტზე ასვლისთანავე ბრძანა, რომ ბიძის ცხედარი, რომელიც 6 წლის მანძილზე ინახებოდა, ქრისტიანული წესით დაეკრძალათ. 1731 წელს პეტრესა და მისი მეუღლის ნეშტი პეტერბურგის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში, საკურთხევლის წინ დაკრძალეს. მონარქების საფლავებზე საფლავის ქვები მოგვიანებით, 1760-იან წლებში გამოჩნდა.

ასევე, საინტერესოა:

როგორ უღალატა პეტრე პირველს ცოლმა

ორდენი ლოთობისთვის - პეტრე I-ის ორიგინალური გადაწყვეტილება!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი