იცით თუ არა

რომელ ქვეყნებში და რატომ გახდა კურდღელი აღდგომის სიმბოლო?

fun time

12:00 შაბ. 1 მაისი, 2021 წელი

სააღდგომო კურდღელი

14
დაკოპირებულია

ცნობილია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულზე, კვერცხის წითლად შეღებვის გარდა, პასქას და სააღდგომო კულიჩებს აცხობენ. კათოლიკეებისთვის კი დღესასწაულის მთავარი სიმბოლო სააღდგომო კურდღელია, რომელიც კვერცხებს დებს. 

სააღდგომო კურდღლის ტრადიცია წარმართულ პერიოდს უკავშირდება.

ძველ გერმანულ ტომებში კურდღელი ცისკრის და ნაყოფიერების ქალღმერთ ოსტართან ასოცირდებოდა (გერმანულად აღდგომა - Ostern). ყურცქვიტებმა დამსახურებულად განასახიერეს ნაყოფიერება. სხვა ერებში ამ როლს სხვა ცხოველები ან ფრინველები ასრულებდნენ (მაგალითად, მამალი), მაგრამ კურდღელმა თანდათან ყველა ჩაანაცვლა.

ქრისტიანობის ევროპაში გავრცელების შემდეგ მისიონერებმა წარმართული რიტუალები და წეს-ჩვეულებები ქრისტიანულ დღესასწაულებს მოარგეს. ასე მოხდა აღდგომის დღესთან დაკავშირებითაც. გაზაფხულის ბუნიობისა და ქალღმერთ ოსტარის წარმართული დღესასწაულები იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დღესასწაულმა ჩაანაცვლა. ამის შემდეგ წარმართული კურდღლები შინაურ, კვერცხის მდებელ კურდღლებად შენიღბეს. სხვათა შორის, კვერცხი ძველ გერმანელებთან სიცოცხლესთან ასოცირდებოდა.

სააღდგომო ტრადიციები პირველად 1682 წელს, გერმანელმა პროფესორმა გეორგ ფრანკ ფონ ფრანკენაუმ აღწერა. მის მოთხრობაში, სახელად „სააღდგომო კვერცხების შესახებ“ ვკითხულობთ: „სამხრეთ გერმანიაში, ელზასში, ვესტფალიაში და მეზობელ ოლქებში ამ კვერცხებს კურდღლის კვერცხებს უწოდებენ. მშობლები შვილებს უყვებიან, რომ სააღდგომო კურდღელი ფერად კვერცხებს დებს და შემდეგ ბალახებსა და ბუჩქებში მალავს. რა თქმა უნდა, ეს სახალისო ამბავი პატარებს ძალიან ახარებს და ისინი დიდი მონდომებით იწყებენ კვერცხების ძებნას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სააღდგომო კურდღლების შესახებ მე -18 საუკუნის ბოლოს, ემიგრანტების გამოჩენის შემდეგ შეიტყვეს. აქ წლების განმავლობაში ძველი გერმანელების ტრადიცია საკმაოდ შეიცვალა. თანამედროვე კურდღლები, კვერცხზე მეტად, შოკოლადისა და სათამაშოების „დადებაზე“ არიან ორიენტირებულები.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად