საკნატუნო ამბები

აფრიკული სოფელი, სადაც ყველა სახლი შემოქმედების ნიმუშია (20 ფოტო)

ხათუნა გოგიშვილი

19:11 შაბ. 12 დეკემბერი, 2020 წელი

სოფელი ტებელი, აფრიკა

14
დაკოპირებულია

ბურკინა-ფასო - ამ ქვეყანას იშვიათად სტუმრობენ ტურისტები, ამიტომ აქ მდებარე სოფელი ტებელი (Tiébélé) ბევრისთვის უცნობია. სოფლის ფართობი, სულ რაღაც, 1,2 ჰექტარია და აქ უძველესი ეთნოსი ცხოვრობს - კასენები ამ ადგილას XV საუკუნეში დასახლებულან.

კასენების სოფელი განსაკუთრებულია თავისი არქიტექტურით. ყველა სახლი თიხით არის ნაშენები და ტრადიციულ სტილშია მოხატული.

ეს სოფელი ასევე წარმოადგენს ამ ეთნოსის პირველი პირების „სამეფო რეზიდენციას“.

სოფელი ტურისტებისთვის დაკეტილია. მიიჩნევა, რომ ტურისტთა სიმრავლე აქაური თემის მთლიანობას საფრთხეს შეუქმნის.

ტიბელში მოსახვედრად ერთადერთი საშუალებაა ადგილობრივ უხუცესებთან მოლაპარაკება. მათი ნებართვის შემთხვევაში კი უნდა იცოდეთ, რომ არ ჩაიცვათ წითელი სამოსი და თან არ წაიღოთ ქოლგა - ეს ის ატრიბუტიკაა, რომელიც, სოფლის მოსახლეობის რწმენით, მხოლოდ მათ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს.





სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში