სილამაზე/ჯანმრთელობა

კვერცხის ნიღაბი 3-1-ში - დაჭიმული, მკვრივი და იდეალურად სუფთა კანი

fun time

16:00 ორშ. 26 აპრილი, 2021 წელი

კვერცხის ცილა კანის
დასაჭიმად

14
დაკოპირებულია

კვერცხის ცილის ნიღაბი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ნებისმიერი ასაკის ქალისთვისაა. ცილა დაგეხმარებათ გასუფთავებასა და კანის დაჭიმვაში, ხოლო კვერცხის გული დაატენიანებს კანს და ლეციტინის წყალობით მას სიჯანსაღეს შეუნარჩუნებს.

კვერცხის ნიღბის მოსამზადებლად საჭიროა:

კვერცხი - 1 ცალი

ქაღალდის ხელსახოცები

ფუნჯი, ჩანგალი და 2 ცალი პატარა ჯამი

მომზადება:

გატეხეთ კვერცხი. კვერცხის გული და ცილა ცალ-ცალკე ჯამებში მოათავსეთ. კვერცხის ცილა ჩანგლით ათქვიფეთ.

საგულდაგულოდ გაისუფთავეთ სახის კანი. შემდეგ, ფუნჯით შეიზილეთ კვერცხის ცილა. დაიფინეთ ზედ ხელსახოცის თხელი ფენა და შემდეგ, ხელსახოცზე ზემოდან კვლავ გადაისვით დარჩენილი ცილა.

დაელოდეთ 20-30 წუთი, რათა ნიღაბი ბოლომდე გაშრეს. შემდეგ, ხელსახოცის კიდეს მოჰკიდეთ ხელი და ნიღაბი სახიდან ჩამოიშორეთ. შესაძლოა, უსიამოვნო შეგრძნება გქონდეთ, მაგრამ ეფექტი გაძლებად ნამდვილად ღირს.

შემდეგ, კვერცხის ათქვეფილ გულს დაამატეთ ცოტაოდენი ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი და შეიზილეთ სახის კანზე. დაელოდეთ 10 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ კვირაში 1-2-ჯერ.

თუკი მშრალი კანი გაქვთ, ნიღბით სარგებლობის შემდეგ შეიზილეთ მკვებავი კრემი.

ასევე საინტერესოა 🔰:

◻️ კვერცხის ცილა ნაოჭებისთვის - აქვს თუ არა უკუეფექტები?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

უსაფრთხოა თუ არა საკვები, რომელსაც...

უსაფრთხოა თუ არა საკვები,
რომელსაც ბუზი დააჯდა?

იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფ...

ავოკადოს მიღების წესი

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას