ურთიერთობა

როგორ უღალატა პეტრე პირველს ცოლმა

fun time

20:44 პარ. 5 მარტი, 2021 წელი

რუსეთის იმპერატორი პეტრე I

14
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ კაცები პოლიგამიურები არიან და მათ ღალატზე თვალი უნდა დავხუჭოთ, რადგან ეს მამაკაცური ბუნებაა ... და ეკატერინე პირველიც თვალს ხუჭავდა, მით უმეტეს, რომ ის ბალტიისპირელი გლეხის შვილი, მრეცხავი მარტა იყო, პეტრე კი რუსეთის ცარი (1682-1721) და იმპერატორი (1721-1725)! 

პეტრემ მრეცხავი მარტა ჯერ თავის საყვარლად აქცია, შემდეგ კი ცოლად და მთელი არსებით შეიყვარა. მარტა სკავრონსკაია ენერგიული და მხიარული ქალი იყო. მხოლოდ მას შეეძლო გაბრაზებული მეფის დამშვიდება ან ეპილეფსიური გულყრის შეჩერება. საკმარისი იყო თავზე ხელი გადაესვა, რომ მეფეს მის მუხლებზე კატასავით ეძინებოდა.

მარტა, პეტრეს სურვილით, მართლმადიდებლად მონათლეს და ეკატერინე უწოდეს. მან მეფეს 7 შვილი გაუჩინა, მაგრამ მათგან ცოცხალი მხოლოდ ორი გადარჩა.

ორსული იყო თუ მეძუძური, ერთგული ცოლი მეფეს ყველა ბრძოლაში თან ახლდა და ხან ცხენს მიაჭენებდა, ხან მიწაზე ეძინა. პეტრემ თავად დაადგა მას დედოფლის გვირგვინი უფრო ბრწყინვალე, ვიდრე თავისი იყო...

მაგრამ მექალთანე მეფემ ღალატზე უარი ვერ თქვა. ღვინო და ქალები მისი ცხოვრების ნაწილი იყო, რომელის დათმობასაც არ აპირებდა. ეკატერინე ყველაფერს მშვიდად ითმენდა - კაცია, ეკუთვნისო ...

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მეფეს ამცნეს, რომ დედოფალმა მას ერთ-ერთ დიდებულთან - უილიმ მონსთან უღალატა. ის ახოვანი, ლამაზი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც მუდამ დედოფალს ახლდა, სანამ პეტრე რუსეთისთვის იბრძოდა, ძველს ანგრევდა და ახალს აშენებდა.

ამ ამბავმა პეტრე სულით ხორცამდე შეძრა. მონსს, რა თქმა უნდა, თავი მოკვეთა - 1724 წლის 26 ნოემბერს, მაგრამ დედოფლისთვის საყვედურის სიტყვაც არ უთქვამს. მხოლოდ მისთვის ფინანსების შეზღუდვა ბრძანა - ეს იყო და ეს. იმპერატორი შოკირებული იყო, რადგან ცოლისგან ღალატს არ ელოდა! ის მზად არ იყო იმ აზრისთვის, რომ მისი ღალატიც შესაძლებელია.

და პეტრე პირველის ბედნიერება დასრულდა... იმ დღის შემდეგ მას და ეკატერინეს ერთად აღარასდროს უცინიათ, ისინი აღარ ხუმრობდნენ, ერთმანეთს აღარ კოცნიდნენ და ერთად აღარ ეძინათ. სიტყვის უთქმელად ვახშმობდნენ და თავ-თავიანთ საძინებლებში მიდიოდნენ.

მალე მეფე ძალიან ავად გახდა. შეიძლება დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მეფის სულმა და სხეულმა ღალატის გადატანა ვერ შეძლო. ეკატერინე ავადმყოფ ქმარს უვლიდა და ალბათ ქმარმა აპატია, მაგრამ იმის გააზრება, რომ საყვარელმა ქალმა უღალატა, მის ძალებს აღემატებოდა. იმპერატორი 1725 წელს, 52 წლისა გარდაიცვალა.

მეფე მოკვდა და ეკატერინე დედოფალი გახდა, მაგრამ დიდი დღე მასაც არ ეწერა... თითქოს ერთობოდა და საყვარლებს ხელთათმანებივით იცვლიდა, მაგრამ ქმარი ძალიან ენატრებოდა და ენანებოდა. ეკატერინე 1727 წელს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რატომ ღალატობ, თუ გიყვარს? და რატომ არ ფიქრობ, რამდენად რთულია ღალატის პატიება და ცხოვრების გაგრძელება. ზოგჯერ ხომ ღალატის შემდეგ სიცოცხლე აზრს კარგავს...


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!