Posted in მედიცინა

ტკიპის ნაკბენი

და დადგა დღე, როდესაც ჩემს შვილს ბორელიოზი დაუდასტურდა ანალიზით. ეს კი, შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ არა ჩემი მეგობრის – ნინო მჭედლიშვილის მიერ გადაღებული ფოტოები, მისი პაციენტებისთვის, ვერც კი ვიეჭვებდი ამის შესახებ.

ეს კი ჩემი ალექსანდრას ფეხია და ზედ ხედავთ ე.წ. “ხარის თვალს”. შუაში არის ლაქა, გარშემო სითეთრე და ისევ წითლადაა შემოგარსული. მსგავსი გამონაყარი შეიძლება ეფხანებოდეს ბავშვს და შესაძლია უფრო დიდიც იყოს. კბენიდან 3-5 კვირის განმავლობაში ჩნდება, ალექსანდრასაც 3 კვირაში გამოუვლინდა.

ახლა კი, მოკლედ გეტყვით, რატომ უნდა გვეშინოდეს ამ დაავადების.

ბორელიოზი ანუ ლაიმის დაავადება ტკიპის ნაკბენით გადაეცემა და საკმაოდ საშიშია თუ გამოგვეპარება ან ყურადღებას არ მივაქცევთ.

მას შეუძლია გამოიწვიოს: დამბლა, სახსრების დაზიანება, ნერვული სისტემისა და გულის დაზიანება.

ექიმთან, ჩვენს წინ ერთი ქალბატონი შეიყვანეს, რომელსაც 2 წლის შემდეგ წელს ქვემოთ დამბლა დაემართა(ფეხზე ქონდა ნაკბენი), მან კი ერთ მამაკაცზე მომიყვა, რომელიც მასსავით საავადმყოფოში მოხვდა სახის დამბლით(იღლიაში ქონდა ნაკბენი).

როგორც გავიგეთ, კბენისას მთავარია სწორად მოვაშოროთ სხეულს და მისი ნაწილი არ დარჩეს კანში. ცოცხალი ტკიპა შეგვიძლია დაავადებათა კონტროლია ეროვნულ ცენტრში მივიტანოთ ანალიზისთვის. ჩვენ კი უნდა დაველოდოთ 5 დღე მაინც, რადგან მაშინვე არ ამოვა სისხლის ანალიზში.

მოშორების წესი:

თავიდან უნდა წავუსვათ ზეთი და ცოტა ხანში პინცეტის საშუალებით, რომელიც მჭიდროდ იქნება სხეულზე მიჭდობილი, უნდა დავატრიალოთ საათის ისრის მიმართულებით.

შემდეგ უნდა მოვწმინდოთ ანტისეპტიკური საშუალებით.

როგორ დავიცვათ თავი ტკიპისგან?

  • ბალახებში ყოფნისას უნდა გვეცვას გრძელი შარვალი, რომელიც წინდებში იქნება ჩატნეული, ასევე სასურველია ხელებიც დაფარული გვქონდეს.
  • რადგანაც სიცხეში რთულია ვატაროთ გრძელმკლავიანი სამოსი – საჭიროა გამოვიყენოთ სპეციალური სპრეი ტანზე წასასმელად, რომელიც ტკიპის ნაკბენისგან დაგვიცავს.
  • საკუთარი სახლი თუ გვაქვს – ეზოში ბალახი აუცილებლად გაკრეჭილი უნდა იყოს დაბალზე და სასურველია ეს ბალახი დაწვის მეშვეობით განადგურდეს. შესაძლებელია მიწაში ჩაბრუნებაც, ანუ დაბარვა.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ნინო მჭედლიშვილის, პედიატრისა და ალერგოლოგის ბლოგს ნინოს ბლოგი ბორელიოზზე

ანალიზებსა და მკურნალობას რაც შეეხება

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კეთდება ანალიზი უფასოდ, ბავშვის სისხლი უნდა აიღოთ სხვაგან და მიიტანოთ მანდ. ჩვენ ინფექციურში ავიღეთ. მკურნალობის დასანიშნად ისევ ინფექციურში გაგვგზავნეს გია დეისაძესთან. (კონსულტაცია 50 ლარი ღირს). ინიშნება ანტიბიოტიკით მკურნალობა 20 დღე, შემდეგ ისევ უნდა გადამოწმდეს ანალიზით და თუ არ გაქრა ისევ უნდა ჩატარდეს მკურნალობა.

დიდი მადლობა ნინო მჭედლიშვილს, ჩემი ინფორმირებისთვის, ყურადღებისა და პროფესიონალიზმისთვის ♥

ეკა გაბიტაშვილსა და გია დეისაძეს– ყურადღებისა და სითბოსთვის ♥ კარგი ექიმობისთვის 🙂