ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

"დილის ავადმყოფობა" ორსულობის დროს

"დილის ავადმყოფობა" ორსულობის დროს

დილის ავადმყოფობა

ორსულობა  სასიამოვნო სიახლეა, თუმცა მას თან ახლავს გარკვეული უსიამოვნო შეგრძნებები,  როგორიცაადილის ავადმყოფობა“ - ორსულობის პირველ ტრიმესტრში განვითარებული გულისრევა და ღებინება.

ჩვენი სტატია დაგეხმარებათ გაიგოთ თუ რატომ ხართ ცუდად, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს თქვენიდილის ავადმყოფობადა რით შეიძლება უშველოთ თავს ამ დროს.

დილის ავადმყოფობისგამომწვევი მიზეზი დედის ორგანიზმში არსებული ჰორმონული ცვლილებებია. ამ პროცესს ძირითადად ორი ჰორმონი წარმართავს, რომელთა რაოდენობაც ორსულობის დასაწყისში განსაკუთრებულად იმატებს. ეს ჰორმონებია ადამიანის ქორიონალური გონადოტროპინი (hCG), რომელიც გამოიყოფა განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან და უზრუნველყოფს პლაცენტის ზრდას, და ესტროგენი, რომელიც უზრუნველყოფს სანაყოფე გარსების და თავად ნაყოფის განვითარებას. აღნიშნული ჰორმონების გაძლიერებული წარმოქმნა საჭიროა პლაცენტის სრულყოფილი ჩამოყალიბებისთვის და ნაყოფის განვითარებისთვის.

იმ შემთხვევაში თუ თქვენი ორგანიზმი ვერ ეგუება ჰორმონების სწრაფ ზრდას, თქვენ შეიძლება თავი ცუდად იგრძნოთ. უსიამოვნო შეგრძნებების უკუგანვითარებას მეორე ტრიმესტრის დასაწყისიდან უნდა ელოდოთ, რადგან ამ დროს ჰორმონული ძვრები ნაკლებად ინტენსიურია, რასაც ორგანიზმი უკეთ ეგუება.

ეს ჰორმონები გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზეც. ამ დროს შენელებულია საკვების გადაადგილება კუჭსა და ნაწლავებში, რაც აძლიერებს უსიამოვნო სიმპტომებს. „დილის ავადმყოფობისგანვითარების რისკი უფრო მაღალია მრავალნაყოფიან ორსულებში, რადგან ამ დროს ჰორმონები უფრო მეტი რაოდენობით წარმოიქმნება. ასევე ორსულებში, რომლებიც ელოდებიან გოგონას. შესაძლებელია, რომ მომდევნო ორსულობამდილის ავადმყოფობისგარეშე ჩაიაროს.

დილის ავადმყოფობაგამოვლინდება გულისრევის შეგრძნებით ან პირღებინებით, თუმცა დედების 30%- საერთოდ არ აღენიშნება ეს სიმპტომები. დედების მცირე ნაწილს კი შეიძლება აღმოაჩნდესდილის ავადმყოფობისყველაზე მძიმე ფორმა - hyperemesis gravidarum, რაც გამოიხატება, იმდენად ხშირი პირღებინებით, რომ საჭირო ხდება ორსულის ჰოსპიტალიზაცია და სათანადო მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ დაავადებას ქვიადილის ავადმყოფობადედების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ უსიამოვნო შეგრძნებებს დღის ნებისმიერ დროს განიცდიან, მათ შორის ღამითაც. „დილის ავადმყოფობაორსულობის 6-8 კვირის ვადაზე იწყება და 14 კვირაზე მთავრდება. იშვიათად შეიძლება გაგრძელდეს მეორე და მესამე ტრიმესტრშიც.

სიმპტომების შესამსუბუქებლად შეგიძლით მარტივ ხერხებს მიმართოთ. ნატურალური სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა კოჭა (ჯინჯერი), ლიმონი და პიტნა შეგიძლიათ მიირთვათ ან სულაც დაყნოსოთ. მცირე ულუფებით კვება, გაღვიძებისთანავე წახემსება და მსუბუქი ვარჯიში დაგეხმარებათ თავი უკეთ იგრძნოთ. უფრო მძიმე შემთხვევებში საჭირო ხდება მედიკამენტური მკურნალობის დაწყება.

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">