ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

ორსულობა და დერმატოლოგიური პრობლემები

ორსულობა და დერმატოლოგიური პრობლემები

რატომ ჩნდება სტრიები და კანის კიდევ რა პრობლემები უჩნდება ორსულს?

კითხვებს გაგუას კლინიკის  ექიმი დერმატოლოგი ნინო მოსაშვილი  უპასუხებს

                                      d

 

სტრიები და ორსულობა 

ორსულთა ერთ-ერთი გავრცელებული ჩივილი სტრიებია.სტრიას იწვევს წონის სწრაფი მატება,რაც ორსულობის პერიოდში გარდაუვალია.გაწელვის ან ჰორმონული ცვლილებების გამო კანი თხელდება და სიმკვრივეს კარგავს.ახალგაჩენილ სტრიებს ვარდისფერი ან იასამნისფერი ელფერი დაჰკრავს,რომელიც დროთა განმავლობაში თეთრდება და ნაწიბურს ემსგავსება.ნაწიბურის ქსოვილზე პიგმენტი არ არის,ამიტომ სტრიები გარუჯვის შემდეგაც თეთრი რჩება.სტრიების გაჩენის თავიდან აცილება ძნელია,განსაკუთრებით მაშინ თუ არის გენეტიკური წინასწარგანწყობა,ჰორმონული ცვლილებები,თხელი,მოშვებული კანი ან უკვე არსებული სტრიები.ორსულებს ვურჩევ ერიდონ წონის მკვეთრ მატებას.ვინაიდან სტრიები ძირითადათ ჩნდება მუცლის არეში,სასურველია ორსულმა ატაროს ბანდაჟი რომელსაც შეარჩევს ორსულობის ვადის მიხედვით.ასევე რეკომენდებულია გამოიყენონ კრემები რომელიც შეიცავს კოლაგენს, A,C და E ვიტამინს.სტრიების საწინააღმდეგო საშუალებები უნდა წაისვათ ყოველდღიურად ,შხაპის მიღების შემდეგ ,მთელ სხეულზე.სასურველია ცურვა.

 

                      

შესაძლებელია თუ არა გარუჯვა ორსულობის პერიოდში? 

მზის სხივების ჭარბი ინსოლაცია არასასურველია როგორც  ორსულებისთვის ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის . ზაფხულის მზესთან სიფრთხილე აუცილებელია ,განსაკუთრებით ორსულისთვის,რომელიც ტვირთავს ისედაც გადატვირთულ გულსისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემას.მზეზე გადახურება ადვილია,მისალოდნელია გულყრაც,არ არის რეკომენდებული ჭარბი ინსოლაცია კანისთვისაც,შესაძლებელია გაჩნდეს პიგმენტური ლაქები ე.წ. ქლოაზმა ,რომელიც მოყავისფრო შეფერილობისაა, ისინი ხშირად ერთდებიან და საკმაოდ დიდ ზომას აღწევენ.მზის აბაზანების მიღებისას დაიცავით შემდეგი წესები: მზის აბაზანები დილის 8 საათიდან 10 საათამდე და საღამოს 6 საათიდან,სასურველია გამოიყენოთ მზისგან დამცავი სახეზეც და სხეულზეც.ნაშუადღევს მზე ყველაზე აქტიურია და დარჩით სახლში. ერთმნიშვნელივნად იკრძალება სოლარიუმი

 ორსულობა და ცელულიტი

 ცელულიტი არ გახლავთ მხოლოდ ორსული ქალების პრობლემა,ის შეიძლება ჰქონდეს როგორც ჭარბწონიან და ასაკოვან ქალბატონებს,ასევე ახალგაზრდა და გამხდარ გოგონებს.მისი მაპროვოცირებელია ჰორმონალური დისბალანსი,არასწორი კვება,ფასთ-ფუდი,უმოძრაო ცხოვრების წესი,სტრესები, მავნე ჩვევები და გენეტიკური წინასწარგანწყობა. როდესაც ცხიმივანი უჯრედები იწყებენ ზრდას და მოცულობაში გაფართოვებას,ირღვევა სისხლის მიმოქცევა,რომელიც წყლის შეკავებას უწყობს ხელს.კანის რელიეფი ხდება არათანაბარი და ემსგავსება ფორთოხლის კანს.ვინაიდან ცელულიტი ორგანიზმში დაგროვილი ჭარბი ცხიმია,ჩემი რჩევაა ორსულებმა იკვებოთ სწორად ,პრევენციისთვის კარგია ცურვა და აკვააერობიკა.რაც შეეხება ანტიცელულიტურ პროცედურებს ორსულობის პერიოდში აკრძალულია.

 

 

                        

 

 

 

 

 

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">