ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

ვაგინალური  მშობიარობა საკეისროს  შემდეგ (VBAC)

ვაგინალური მშობიარობა საკეისროს შემდეგ (VBAC)

ვაგინალური  მშობიარობა საკეისროს  შემდეგ (VBAC), ნიშნავს, რომ მშობიარე, რომელსაც წარსულში აქვს გადატანილი საკეისრო კვეთის ოპერაცია შემდგომ ნაყოფზე მშობიარობს ვაგინალურად (ბუნებრივი სამშობიარო გზით)

 წარსულში იყო გავრცელებული მოსაზრება , რომ „ერთხელ საკეისრო შემდგომზეც საკეისროა“, თუმცა დღეს ეს მოსაზრება მიჩნეულია არასწორად. ერთხელ გადატანილი საკეისრო კვეთა არ ითვლება ჩვენებად შემდგომი მშობიარობის ოპერაციის გზით დასრულების და მშობიარეს აქვს უფლება აირჩიოს ვაგინალური მშობიარობა.

 ძირითადი აბრევიატურები რომლებიც უნდა ვიცოდეთ: TOLAC - მშობიარობის მცდელობა საკეისროს შემდგომ. VBAC -  წარმატებული ვაგინალური მშობიარობა საკეისროს შემდგომ.

რა არის საკეისროს შემდგომ ვაგინალური მშობიარობის უპირატესობები?

  • მშობიარობის შემდგომ, ჰოსპიტალში დაყოვნების ნაკლები ხანგრძლივობა.
  • ნაკლები ინტენსივობის ტკივილი და უფრო სწრაფი რეაბილიტაცია.
  • ნაკლები გართულება ლოგინობის პერიოდში - საკეისროს შემდგომ მეტია ისეთი სახის გართულებების რიცხვი როგორიცაა- ინფექცია,ცხელება,თრომბოემბოლია,ჰემოტრანსფუზია.

რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას მშობიარობის მცდელობისას (TOLAC) ?

 ძირითადი პრობლემა, რაც განასხვავებს ასეთ მშობიარეებს ანამნეზში ოპერაციის არ მქონე ქალებისგან არის ის, რომ შესაძლოა მოხდეს ძველი ნაწიბურის გახსნა, რასაც ექიმები „საშვილოსნოს რუპტურას“ ეძახიან. თუმცა ეს გართულება საკმაოდ იშვიათია <2%  და არსებობს უტყუარი ნიშნები, რომლითაც შევძლებთ  მის დროულ დიაგნოსტირებას.

როგორ მოვიქცე თუ მინდა ვცადო VBAC ?

 გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იქნას მიღებული ექიმთან ერთად, რომ მოხდეს რისკის და სარგებლის სწორი შეფასება. ინდივიდუალური მიდგომა და რისკ ჯგუფების სწორი შეფასება წარმატების საფუძველია.

მაღალი შანსი წარმატებული მშობიარობის:

  • პფანენშტილის განაკვეთი საშვილოსნოზე წინა საკეისრო კვეთის დროს.
  • პირველი საკეისრო კვეთა იქნა ნაწარმოები ნაყოფის არასწორი პოზიციის გამო.
  • ანამნეზში არის ვაგინალური მშობიარობაც.

მშობიარობის მცდელობა არ არის რეკომენდირებული როცა:

  • საშვილოსნოზე აღინიშნება სხვა ტიპის განაკვეთი.
  • ანამნეზში არის საშვილოსნოს რუპტურა.
  • ვაგინალური მშობიარობა არ არის უსაფრთხო თქვენთვის ან ნაყოფისთვის.

 

 

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">