დრედები

large

ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური გახდა ვარცხნილობა, სახელად დრედები. დრედები აღფრთოვანებას არამარტო თინეიჯერებში, არამედ ზრდასრულ ადამიანებშიც იწვევს, როგორც ქალებში, ისე კაცებში, თუმცა უმეტესობამ არც კი იცის რასთან ასოცირდება ის…

სიტყვა ითარგმნება როგორც შემზარავი კულულები ან მკვდარი კვანძი. დრედები არ არის კონკრეტული რეგიონიდან ან ეთნიკური ჯგუფიდან წამოსული. მას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. არსებობს ცნობები, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჰქონდათ მსგავსი ვარცხნილობები რომაულ იმპერიაში, ეგვიპტეში. დრედებს ადრე უფრო სხვა დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე დღეს. ამ ვარცხნილობით ადამიანები ღვთისმოშიშობას გამოხატავდნენ. ბიბლიაშიც არის ნახსენები, რომ სამსონის ვარცხნილობაც დრედები გახლდათ და ეს იყო მისი სიძლიერის ნიშანი.

წყაროებში ვეცნობით, რომ როცა თმას არ იჭრი და ინახავ მაშინ ენერგიას იგროვებ. ყოველ შემთხვევაში, ადრე ასე ითვლებოდა და ის მხოლოდ ძლიერ ადამიანებს ჰქონდათ. ამ ვარცხნილობას იყენებდნენ პროტესტის გამოხატვის მიზნითაც. მაგალითად, ეთიოპიაში მოხდა რამდენიმე შემთხვევა – ხალხი აჯანყდა და ამბობდნენ, რომ სანამ მიზანს არ მიაღწევდნენ, დრედებს არ მოიჭრიდნენ.

c9f62f0a79fe9066f25d29e4e7ca295d

ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს არამარტო ხელოვნური, არამედ ბუნებრივი დრედებიც. ბობ მარლის ბუნებრივად ჰქონდა ეს ვარცხნილობა. გარკვეული პერიოდი თმას თუ არ დაივარცხნი, თავისთავად გაკეთდება დრედი.

ევროპაში ეს უჩვეულო ვარცხნილობა ტრადიციასავით იყო მეომრებში, ვინც ბრძოლას წააგებდა ოდნავ იმოკლებდა დრედის სიგრძეს. ეს ნიშნავდა, რომ ვისაც ყველაზე გრძელი ნაწნავი ჰქონდა, ის ყველაზე ძლიერი იყო!

large-41

როგორც სტილისტები ამბობენ დრედები საზღვარგარეთ მეტად გავრცელებულია, ვიდრე საქართველოში, თუმცა არც საქართველოში იგრძნობა მისი ნაკლებობა. გთავაზობთ ერთ-ერთი სტილისტის გოჩა ხუხუნის ინტერვიუს დრედებთან დაკავშირებით.

– რამდენი ხანია საჭირო, სანამ სასურველ შედეგს მიაღწევთ?

– იმისთვის, რომ თმამ თავისი სტრუქტურა იცვალოს, საჭიროა მინიმუმ, ნახევარი წელი. ამ პერიოდში ის ყოველ ორ თვეში ერთხელ მაინც, უნდა დამუშავდეს. თუ გაიკეთებ და ყურადღებას აღარ მიაქცევ, მალევე დაიშლება. ასე რომ, თუ არ მიხედე და მოუარე, აზრი არ აქვს დრედების გაკეთებას. დრედის შესანარჩუნებლად თმა უნდა აიძულოთ, გაიზარდოს ისე, როგორც თქვენ გინდათ. ბოლოს უკვე თქვენი თმა თავისთავად გაიზრდება დრედებად.
– გოგონები უფრო ხშირად იკეთებენ თუ ბიჭები?

– სხვათა შორის, გოგონები უფრო ხშირად ინტერესდებიან და რეკავენ, იგებენ პირობებს, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა ოჯახის წევრები უკრძალავენ. ბიჭები უფრო კომპლექსიანები არიან ამ საკითხში. შეიძლება, მათ არც არავინ უშლით, მაგრამ უჭირთ ამ ნაბიჯის გადადგმა. ეტყობა, ეშინიათ ყურადღების ცენტრში მოქცევის – დრედი ხომ იშვიათია, განსაკუთრებით საქართველოში და ძალაუნებურად, ყველას თვალი გაურბის ამ ვარცხნილობისკენ.

– ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ძნელი დასაბანია, ზოგს კი ჰგონია, ასეთ თმას არც იბანენ.

– არანაირად არ არის ძნელი დასაბანი. წარმოიდგინეთ, რომ ასი ღერი თმა გაქვთ თავზე. როგორც ჩვეულებრივ იბანთ თავს, ზუსტად ისე უნდა დაიბანოთ დრედებიც. ოღონდ, მხოლოდ შამპუნით ან საპნით, ბალზამი საჭირო არ არის. ერთადერთი უსიამოვნო პროცესი ის გახლავთ, რომ მათი გაკეთებიდან, მინიმუმ ორი კვირა, თავის დაბანა არ შეიძლება.

– ესე იგი, რთული მოსავლელი არ არის?

– არა, უბრალოდ, უნდა იცოდე სწორად მოვლა. ზოგი შამპუნი, თმაში ოდნავ რჩება, ან რაღაცას მაინც ტოვებს, რაც დრედებს აზიანებს. ამიტომ, ასეთი შამპუნით არ უნდა დაიბანოთ. ჩვეულებრივ სალონში ხომ დადიხართ ერთ ან ორ თვეში ერთხელ მაინც, დრედებსაც სწორედ ამ პერიოდში ერთხელ ჭირდება დამუშავება. ოღონდ განა მთელი ცხოვრება, უბრალოდ, გარკვეული დროის განმავლობაში აღარ სჭირდება. ყურადღება მიაქციეთ სისუფთავეს. თუ ისეთ ადგილას მოხვდით, სადაც სპეციფიკური სუნია, დრედი ადვილად ისრუტავს ნებისმიერ სუნს და შემდეგ მისი მოშორება რთულია.

– როგორც ვიცი, დრედს ვეღარ დაიშლი, სამუდამოა.

– მართალია. სიტყვა დრედი ასოცირდება მკვდარ კვანძთან, შანსი არ არის დაიშალოს. გამოსავალი მხოლოდ მოჭრაა. საიტებზე დევს ვიდეოები, სადაც დრედების დაშლას გვაჩვენებენ და გვასწავლიან. ეს, უპირველესად, ძალიან რთულია, ხოლო შედეგი არის საშინელი. თმა ძალიან ფუჭდება. ამიტომ, ყველა ვარიანტში, მოჭრა ჯობია. 6-7 სანტიმეტრი თმა მაინც დარჩება, რადგან დრედი ძირებიდან არ კეთდება. ასე რომ, დიდი ტრაგედია არ არის (იცინის). სხვათა შორის, ხშირად არ ითხოვენ დრედების დაშლას, რადგან მას, ვინც ამ ვარცხნილობას იკეთებს, უპირველესად ყველანაირ ინფორმაციას ვაწვდით მასზე და თუ არ უნდა, თავიდანვე არ გაიკეთებს. თმა რატომ უნდა გააფუჭოს?!

large

ამ ბოლო დროს, ხშირად ვხედავ ქუჩაში დრედებიან ადამიანებს. ვფიქრობ, ამ ვარცხნილობას უფრო ხელოვანი ადამიანები იკეთებენ – მუსიკოსები, მხატვრები. ისინი ამით საკუთარ ინდივიდუალიზმს გამოხატავენ, ზოგი სულაც მოდის გამო იკეთებს, თუმცა საბოლოო ჯამში დრედებიანი ადამიანები ყოველთვის განსხვავებულები და ინდივიდუალურები არიან, ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან და საზოგადოების ყურადღებასაც მეტად იყპრობენ.

One thought on “დრედები

  1. ბიჭი ვარ და დრედების გაკეთება მინდა მაგრამ მეშინია რომ თმებს გამიცვენს .და რას მეტყვით ამასთან დაკავშირებით?

    Like

Leave a comment