წლის მიწურულს... დამაფიქრებელი ფრაზები თქვენი თინეიჯერი შვილებისთვის

წლის მიწურულს... დამაფიქრებელი ფრაზები თქვენი თინეიჯერი შვილებისთვის

ავტორი: Admin -
Number of replies: 0

მოტივაცია თინეიჯერებისთვის

წლის ბოლო თვე - დეკემბერი, ყველასთვის დამაფიქრებელი თვეა. ვფიქრობთ გასულ და მომავალ წელზე, მიღწევებზე და მოლოდინებზე, განვლილ ბედნიერ მომენტებზე და მოსალოდნელ წარმატებებზე...

ეს დრო განსაკუთრებით საინტერესოა მოზარდებისთვის, მათ აქვთ შესაძლებლობა შეჩერდნენ და შეაფასონ განვლილი თვეები, ამასათვის საჭიროა დავეხმაროთ და შევახსენოთ ისეთი გამონათქვამები, რომლებიც მათ დააფიქრებთ...

ფრაზები არის თინეიჯერებზე მორგებული და მათი მიზანია შთააგონოს, გააღვივოს და მოტივაცია გაუზარდოს მათ ...

გაუზიარეთ და იმსჯელეთ შვილებთან ერთად:

1. ყურადღება გაამახვილე იმაზე, რაც გულით გსურს და ნახავ, რომ შესაძლებლობები თავისით გამოჩნდება

2. ნუ დარჩები წარსულში, არ ინერვიულო მომავალზე, კონცენტრირდი აწმყოზე...

3. ბრძოლას მხოლოდ მაშინ წააგებ, თუ მას მიატოვებ...

4. ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ ბედნიერი იყო.

5. დიდ მიღწევებს დრო და მოთმინე სჭირდება

6. თავი არავის შეადარო, რადგან შენნაირი არავინ არის

7. დრო არის ყველაზე ღირებული რაც გაქვს, ნუ დაკარგავ მას

8. ყოველი დღე არის შესაძლებლობა მიაღწიო იმას, რაც გსურს

9. სწორად მოიქეცი, მაშინაც კი, თუ არავინ გიყურებს

10. თუ გეგმა არ მუშაობს, შეცვალე გეგმა და არა მიზანი

11. არასოდეს დანებდე, შესაძლოა ბოლო გასაღებმა გააღოს კარი.

12. მარცხი გასწავლის იმას, თუ როგორ არ უნდა გააკეთო საქმე


13. მე მჯერა შენი, მომავალ წელსაც განაგრძე მცდელობები, ვიცი, რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევ!

14. მე მუდამ შენს გვერდით ვიქნები!

თქვენ რაზე გეფიქრებათ წლის ბოლოს ?