კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დისკუსიის ტექნიკების სასწავლო საგნის პედაგოგი

1996-1999 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 2010 წელს მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ბაკალავრის ხარისხი, ძირითადი სპეციალობა- საბანკო და საფინანსო საქმე, მეორადი სპეციალობა- გერმანული ენა და ლიტერატურა; 2013 წელს კი მიენიჭა ამავე უნივერსიტეტის ინფორმაციის მენეჯმენტის მაგისტრის აკადემიური ხარისხის წოდება. 

2010-2014 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო მოწვეული მასწავლებელი და  უძღვებოდა შემდეგ კურსებს – “ICT”, „ინფორმაციული წიგნიერება“ (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი); „კომუნიკაციის, პრეზენტაციის და დისკუსიის ტექნიკები“ (ბიზნესის ფაკულტეტი). 2013-2015 წლებში იყო შპს. Innovative Systems Management-ის საბიბლიოთეკო პროექტების კოორდინატორი. 2015 წლიდან დღემდე ამავე ორგანიზაციის პროექტების მენეჯერია, ამავე წლიდან დღემდე არის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის მოწვეული მასწავლებელი და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. 2019 წლიდან დღემდე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მოწვეული მასწავლებელია. გავლილი აქვს სხვადასხვა სახის სტაჟირებისა და ტრენინგების კურსები. მათ შორის: ერასმუს გაცვლითი პროგრამით სტაჟირება ეტონეთში, ირლანდიაში, ბელგიაში, ფინეთში და სხვ. 

  • სტაჟირება ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიაში. ტალინი, ესტონეთი. Erasmus+ staff training mobility, 2023
  • ელექტრონული ბაზების გამოყენება ბიბლიოთეკებში, ონლაინ ვებინარი, EBSCO,ISM, 2023
  • რესურსების მოძიება ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებში, ონლაინ ვებინარი, EBSCO,ISM, 2023
  • სტაჟირება ლიმერიკის უნივერსიტეტში, ლიმერიკი, ირლანდია. Erasmus+ KA 107 ICM – staff training mobility, 2022
  • სტაჟირება ბრიუსელის სამეფო კონსერვატორიაში. ბრიუსელი, ბელგია. Erasmus+ KA107 staff mobility for teaching and training between PROGRAMME and PARTNER COUNTRIES; Conservatoire royal de Bruxelles – Erasmus code B BRUXEL 07, 2021
  • სტაჟირება სიბელიუსის ხელოვნების აკადემიაში. ჰელსინკი, ფინეთი. ERASMUS+ INTERNATIONAL PROJECT. ERASMUS CODE – HELSINK42, 2019
  • მარკეტინგის მენეჯმენტის ექსპრეს კურსი, კომპანია Bemark –Business Training Centre, თბილისი, საქართველო, 2014
  • ტრენინგი „სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები“ ; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო, 2011
  • საზაფხულო სკოლა „ ინფორმაციული წიგნიერება და ინფორმაციის მენეჯერების როლი 21-ე საუკუნეში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტემპუსის ერთობლივი პროექტი, თბილისი, საქართველო, 2011
  • საზაფხულო სკოლა „ციფრული ბიბლიოთეკები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტემპუსის ერთობლივი პროექტი,
  • თბილისი, საქარველო, 2011
  • ტრენინგი ბანკი „ რესპუბლიკა“ ჯგუფი „ სოსიეტე ჟენერალი“ -ს ადამიანური რესურსების მართვის
    დეპარტამენტში, ძირითადი საბანკო პროდუქტები და კლიენტის მომსახურება, თბილისი, საქართველო, 2011
  • სემინარი – „საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,  თბილისი, საქართველო, 2010
  • სემინარი – „ავსტრიული ენა, ლიტერატურა, კულტურა, ხელოვნება“ ავსტრიული ბიბლიოთეკა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო, 2009