ფრანგული გასაჭიმი ჭერი
1 კვ. ფასი 30 ლარი

მონტაჟი 1-2 დღეში გამოიძახე ხელოსანი​ ზომების აღება უფასოდ

მომსახურეობაში შედის

  • დეტალური აზომვა
  • ფერის არჩევა
  • ტრანსპორტირება
  • მონტაჟი

სწრაფი მონტაჟი

დეტალური აზომვიდან 1-2 დღეში მონტაჯი. მუშაობის დროს მინიმუალური დანაგვიანება.

1 კვ ფასი 30 ლარი

10 კვადრატის ზევით ფასი 30ლარი კვადრატული. 1 განათების მონტაჟი ხელობა თავის სამაგრით 15 ლარი

15 წელი გარანტია

ეკოლოგიურად სუფთა მასალა. ფერისა და ფაქტურის დიდი არჩევანი. პრიალა მატოვი, და სხვა.

ფრანგული ჭერები თბილისში: თქვენი სივრცის მაქსიმალური განახლება!

0
შესრულებული სამუშაო

Goodworks–ში ჩვენ ვართ დარწმუნებულნი ჩვენს გამოცდილებაში გასაჭიმი ჭერების მონტაჟში თბილისში. 10 წელზე მეტი გამოცდილებით, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ თქვენი ჭერის უნაკლოდ მონტაჟს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ჩვენი გუნდი იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს მომსახურება, რომელიც ყოველთვის გადააჭარბებს თქვენს მოლოდინებს.

ჩვენ ვაძლევთ 100%-იანი გარანტიას ჩვენ მონტაჟზე, რაც დასტურდება წარმატებული პროექტებით მთელი თბილისის მასშტაბით. ჩვენ გარანტიას ვაძლევთ სიზუსტესა და ყურადღებას დეტალებზე მონტაჟის ყველა ეტაპზე, კონსულტაციიდან დასრულებამდე. ენდოთ ჩვენ მომსახურეობას და პროფესიონალიზმს, რაც უზრუნველყოფს თქვენი სივრცის, თქვენი სივრცის გარდაქმნაში.

გასაჭიმი ჭერის ფასები

ფასი

თუ ფართი 50 კვ.მ ნაკლებია
30
/1.კვ

ფასი

თუ ფართი 50 კვ.მ მეტია
27 99
/1.კვ

ფასი

აბაზანის გაკეთება არ ანგარიშდება კვ.მ ფიქსრიებულია ფასი
250

დაგვიკავშირდით

გააუმჯობესეთ თქვენი სივრცის ატმოსფერო ჩვენი პრემიუმ გასაჭიმი ჭერით. დაგვიკავშირდით დღესვე, რათა განვიხილოთ თქვენი ფართზე მორგებული დიზაინის არჩევა ფერერბისა და ფაქტურის მიხედვით.

ფრანგული გასაჭიმი ჭერების დიზაინები

ბარისოლის ჭერით დაიცავი შენი სახლი

დააზღვიე შენი რომონტი მეზობლისგან ან სახურავიდან წყლის ჩამოსვლისგან !

როგორ ვმუშაობთ

მარტივი ნაბიჯებით

მოვდივართ მისამართზე

ვიღებთ ჭერის ზომებს, არჩევთ ფერს.

დაანგარიშდება მომსახურეოიბა

ის მიხედვით მასალის და ხელობის მომსახურეობა

მონტაჟი აზომვიდან 2 დღეში

სამონტაჟო სამუშაოების მომსახურეობის დასრულება

ფრანგული ბარისოლის გასაჭიმი ჭერი

ჩვენი მომხმარებლები რას ფიქრობენ ჩვენზე

ჩვენი კლიენტების მიმოხილვა შვენს მომსახურეობაზე 

ხშირად დასმული კითხვები და რჩევები

სანამ რემონტს დაიწყებთ გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები

გასაჭიმი ჭერი – ეს არის ოთახის თანამედროვე და დახვეწილი ელემენტი. რომელიც შეესაბამება დიზაინის ყველა მოდურ ტენდენციას, რომელიც განპირობებულია ფერისა და ფაქტურის დიდი არჩევანია.

დამონტაჟებამდე დასაჭიმი ჭერი არ საჭიროებს იდეალური ზედაპირის სისწორეს.

ტილო მთლიანად ფარავს არასწორ ზედაპირს და მის დეფექტებს, გასაჭიმი ჭერის მონტაჟის დროს კი გამოდის იდეალურად სწორი ზედაპირი.

სამონტაჟო სამუშაოებს არ ესაჭიროება დიდი დრო, თან სამუშაოების დროს არ ნაგვიანდება და არ იმტვერება ოთახი.

ამ სტატიაში ჩვენ შევეხებით ფრანგული ჭერის მნიშვნელოვან თემებს: გასაჭიმი ბარისოლის ჭერის დადებით და უარყოფით მხარეებს და მრავალ საინტერესო რეკომენდაციებსაც გაიგებთ. დარჩით ჩვენთან და წაიკითხეთ ბოლომდე – საინტერესო იქნება.

შევეცდებით კარგად აგიხსნათ უარყოფითი და დადებითი მხარეები

ფრანგული ბარისოლის ჭერის უარყოფითი მხარეები ძალიან ცოტაა, უფრო სწორად, მათ ვერც კი ვუწოდებთ მინუსებს. 

  1.  თუ გრანიტი არის კედელზე, პროფილის დასაყენებლად გახვრეტის დროს შეიძლება გაიბზაროს, ამიტომ უმეტესი ფრანგული ჭერის ხელოსანი ვერ მოგცემთ გარანტიას რომ გახვრეტის დროს არ დაზიანდება გრანიტი.
  2. რაც მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ისაა, რომ რთული ფორმის ჭერის გაკეთება ყველა ფრანგული ჭერის ხელოსანს არ შეუძლია.

მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ გასაჭიმი ფრანგული ჭერის გამძლეობა 15 წელია, მისი შეცვლის საჭიროების გარეშე. თუ, რა თქმა უნდა, არ მოხდება მექანიკური დაზიანება.

დამზადების დროს გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა მასალები და საღებავები. გასაჭიმი ჭერის მონტაჟი დაშვებულია ბავშვების ოთახშიც კი.

ასე რომ აბსურდია იმიზე დავაც არის თუ არა ეკოლოგიურად სუფთა გასაჭიმი ჭერის მასალა.

ამ რთული ამოცანის წინაშე, თუ როგორ უნდა აირჩიოთ ფრანგული ბარისოლის ჭერი, რომელიც აბსოლუტურად ჰარმონიაში იქნება ინტერიერის დიზაინთან, მაშინვე რთულდება ს ფერის და ფაქტურის არჩევა.

შემდეგი ინფორმაცია სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც უჭირს არჩევანის გაკეთება კონკრეტული ოთახისთვის თუ ფართისთვის.

პრიალა გასაჭიმი ჭერი

ვიზუალურად აფართოებს ოთახის ზომას. მინუსი – მოითხოვს ინსტალაციის დროს მუშაობის მაქსიმალურ სიზუსტეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ხარვეზი ზედაპირზე აისახება. პრიალა ფრანგული ჭერი იდეალურია დიდი ოთახებისთვის.

მატოვი გასაჭიმი ჭერი

თუ შევადარებთ მატოვი და პრიალა გასაჭიმ ჭერსმოსავლელად მოტოვი ჭერი უფრო მარტივია.

მისი მოვლა პრაქტიკულია და მოსახერხებელი, არ ესაჭიროება განსაკუთრებული მოვლა და არც სპეციალური გასაწმენდი საშუალებები. პრაქტიკულად მტვერიც კი არ ჩერდება ზედაპირზე.

და კიდევ ერთი რამსურველისამებრმატოვ ტილოზე შესაძლებელია დაიბეჭდოს ნებისმიერი ფოტო ან სურათი, რაც მოგესურვებათ.

როდესაც ვიწყებთ რემონტს, გვიჩნდება კითხვა თუ ჭერი რა მასალით გავაკეთოთ. წლების წინ ფრანგული ფრანგული გასაჭიმი ჭერი საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო. დღევანდელ დღეს გასაჭიმი ფრანგული ჭერის ფასი უფრო ნაკლები გამოდის ვიდრე თაბაშირ-მუყაო (გიფსოკარდონი).

გასაჭიმი ჭერის უპირატესობა

▸ გასაჭიმი ჭერის უპირატესობა
▸ბარისოლის მონტაჟის სისწრაფე
▸არის ნესტ-გამძლე
▸არ იცლის ფორმას და ფერს.
▸უძლებს მაღალ და დაბალ ტეპერატურებს
▸გასაჭიმი ჭერის დამონტაჟება ნაკლები დანაგვიანება
▸ფერისა და ფაქტურის არჩევანი
▸ჭერიდან ჩამოდის მხოლოდ 3 სმ
▸იბეჭდება ფოტოსურათი
▸1 კვ უძლებს 100 ლიტრა წყალს
▸ადვილია მოსავლელად
▸მარტივად შესაცვლელი

დღევანდელ დღეს უფრო და უფრო მოთხონავდი გახდა გასაჭიმი ფრანგული ჭერი, ასე რომ, დიზაინერები დაუღალავად მუშაობენ ჭერისთვის ახალი დიზაინის იდეებზე.

რა თქმა უნდა, საუკეთესო ფრანგული გასაჭიმი ჭერი არის ის, რაც თქვენს ინტერიერში ყველაზე ჰარმონიულად, ექსკლუზიურად ჯდება და აკმაყოფილებს თქვენს გემოვნებას და მოთხოვნებს.

შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი ფერებია ყველაზე მიმზიდველი. სანამ არ დასრულდება მთლიანად ოთახის მოწყობა,
ინტერიერის ყველა ელემენტთან ერთად.

ქვემოთ შევეცდებით უფრო დეტალურად აღვწეროთ (რამდენადაც შესაძლებელია) ლამაზი გასაჭიმი ჭერების დიზაინი და იდეები, რომლებიც ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს მომხმარებელთა შორის.

მაგალითად საძინებელის ოთახში (ბავშვის) ძალიან ლამაზად და მყუდროდ გამოიყურება ვარსკვლავთა ცა. თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშვალებას მივიღოთ მაღალი ხარისხის ნახატი რომელიც იქნება მაქსიმალურად რეალობასთან მიახლოებული.

შავი გასაჭიმი ჭერი ინტერიერში არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა. თუ ინტერიერში კარგად არის შერჩეული ფერების და დეკორების კომბინაცია. შავი ფერის ჭერში არის არჩევანი პრიალა და მატოვი, რომელიც განსხვავდება თავისი ტექსტურით.

ფრანგული გასაჭიმი ჭერი ნახატებით შესანიშნავად შეესაბამება ინტერიერის გაფორმებას. სწორად შერჩეული დიზაინით, ოთახი შეიძლება გახდეს უფრო ფართომასშტაბიანი.

სარკისებრი გასაჭიმი ჭერი ინტერიერის მდიდრული ელემენტია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი გამოსავალი აბსოლუტურად მისაღებია ოთახის ნებისმიერი სტილისთვის. სარკის საფარი მთლიანად ცვლის სივრცის აღქმას. ასეთი ფრანგული მოსაჭიმი ჭერი არასდროს გამოვა დიზაინიდან, ყოველთვის დარჩება ტენდენციაში.

კომბინირებული ფრანგული გასაჭიმი ჭერის დიზაინი საშუალებას გაძლევთ დააკავშიროთ სხვადასხვა ფერის მკრთალი და პრიალა ზედაპირი. ორ ტონიანი მოჭიმული ჭერი ყველაზე სანახაობრივად გამოიყურება ორ დონიან დიზაინში. თქვენი ფანტაზია არა არის შეზღუდული დიზაინის არჩევანში.

კლასიკური გასაჭიმი ჭერი

იდეალურია კლასიკური დაჭიმული ჭერი მისაღებ ოთახებში და სხვა სივრცის დიზაინში, ძალიან ხშირად კლასიკურ ოთახებში შეგხვდებათ კრემისფერი დაჭიმული ჭერი – ეს ფერი ყოველთვის დარჩება მოდაში.

ფრანგული ბარისოლის გასაჭიმი ჭერი მისაღები ოთახისთვის

მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან ეს არის სახლის ცენტრალური ოთახი სადაც იკრიფება თქვენი ყველა ოჯახის წევრი ამიტომაც უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ოჯახის წევრების აზრი და თქვენი ოთხფეხა მეგობრის აზრიც კი. :).

შესაძლებელია პრიალა და მატოვი მასალის გამოყენება, ასევე შესაძლებელია ორ დონიანი ფრანგული მოსაჭიმი ჭერის გაკეთება, თუ ოთახის ზომები გაძლევთ საშუალებას. დიზაინერები გვთავაზობენ ფრანგული ბარისოლის ჭერის უამრავ ვარიანტს ბინის ან სახლის ამ ნაწილში, სადაც შეგიძლიათ განათების სხვადასხვა ვარიანტები სცადოთ.

სამზარეულოს და სტუდიოს ტიპის ოთახის მოჭიმული ჭერი

სამზარეულოში გასაჭიმი ჭერის არჩევა ყველაზე სასურველი ნაწილია დიასახლისისათვის. სასურველია დამონტაჟდეს მატოვი გასაჭიმი ჭერი,
რადგან ადვილი მოსავლლელია და მარტივად იწმინდება.

თუ სამზარეულოს სივრცის ზომები საშუალებას იძლევა, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ სამზარეულოში ორ დონის დასაჭიმი ჭერის დიზაინი. განსაკუთრებით, როდესაც საქმე სტუდიოს ტიპის სივრცეს ეხება. ჭერის სწორად შერჩეული განათება და გეომეტრია ვიზუალურად განასხვავებს სამზარეულოსა და კვების ადგილებს.

ხშირად კითხულობენ შეიძლება თუ არა გაკეთდეს აბაზანაში გასაჭიმი ჭერი

 

ფრანგული ჭერის ხელოსანი

რა თქმა უნდა კი! რემონტის დასრულებამდე. გასაჭიმი ჭერი აბაზანაში აუცილებლად უნდა გაკეთდეს. 

ეს არის გზა, რათა თავიდან აიცილოთ თქვენი მეზობლებსგან წყლის ჩამოსვლით თქვენი რემონტის, ავეჯის, ტექნიკის დაზიანება. წყლის ჩამოშვების მერე ადვილად და მალე რემონტდება.

უმეტეს ბინებსა და სახლებში, აბაზანა არის მცირე ზომის, მაღალი ტენიანობით. ამიტომ, გირჩევთ გააკეთოთ ღია ფერები მაგალითათ თეთრი რადგან ვიზუალურად გაადიდებს და გაანათებს პატარა ფართის აბაზანას.

შემოსასვლელში (დერეფანში) დაჭიმული ჭერი

არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ პრიალა გასაჭიმი ჭერს. დერეფნის ვიწრო სივრცე ვიზუალურად გაფართოვდება სიპრიალის წყალობით. დერეფანი სტუმრების პირველი შთაბეჭდილებაა სახლში და ასე მგონია თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს.

გამძლეობისთვის მთავარია სამონტაჟო მასალის ხარისხი, რათა კონსტრუქციამ დიდხანს გაძლოს. უდავოდ, ეს უნდა გაითვალისწინოთ გასაჭიმი ბარისოლის ჭერის გაკეთებამდე.

როდის უნდა დამონტაჟდეს ფრანგული გასაჭიმი ჭერი რემონტის დროს თუ რემონტის შემდეგ

ბინის (სახლის) რემონტი მოითხოვს პასუხისმგებლობას და სერიოზულ მიდგომას. როდესაც დაასრულებთ ოთახის რემონტს. ჩნდება კითხვა, რა სახის საფარი უნდა გაკეთდეს ჭერზე. 

თუ არჩევანი გაკეთებულია გასაჭიმ ჭერის სასარგებლოდ, შემდეგ ბუნებრივი კითხვა ჩნდება, რომელ ეტაპზე უნდა დამონტაჟდეს: რემონტის დროს თუ რემონტის შემდეგ?

ბინის (სახლის) რემონტი მოითხოვს პასუხისმგებლობას და სერიოზულ მიდგომას. როდესაც დაასრულებთ ოთახის რემონტს. ჩნდება კითხვა, რა სახის საფარი უნდა გაკეთდეს ჭერზე. 

თუ არჩევანი გაკეთებულია გასაჭიმ ჭერის სასარგებლოდ, შემდეგ ბუნებრივი კითხვა ჩნდება, რომელ ეტაპზე უნდა დამონტაჟდეს: რემონტის დროს თუ რემონტის შემდეგ?

ფრანგული გასაჭიმი ჭერი მონტაჟის შემდეგ ძალზე მნიშვნელოვანია მისი სისუფთავის შენარჩუნება, რათა არ დაკარგოს მიმზიდველობა. 

შეიძლება თუ არა გასაჭიმი ჭერის გაწმენდაპასუხია: დიახ, შეიძლება.

გაწმენდის დაწყებისას გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი გასაჭიმი ბარისოლის ჭერი მოითხოვს ფრთხილ და ფაქიზ მოპყრობას.

გაითვალისწინეთ დასუფთავებისას ჩვენი ძირითადი რეკომენდაციები:

ამის შესახებ უფრო დაწვრილებით.

წარმოების პროცესში ბარისოლის ჭერები ექვემდებარება ანტისტატიკურ დამუშავებას. ამიტომ, მტვერი არ ჩერდება ზედაპირზე.

ჭერისა, ზედაპირის გაწმენდა ჭუჭყისა და მტვრისგან ხშირად არ დაგჭირდებათ, იმიტომ რომ ადვილად არ იკარებს მტვერს.

წყლის პროცედურების დროს აბაზანაში, ზედაპირზე ხვდება წვეთები, რომლებიც შემდგომ შრება და ტოვებს კვალს.

სამზარეულოში აუცილებელია ფრანგული მოსაჭიმი ჭერის გაწმენდა მასზე ორთქლის და ჭვარტლის დაგროვების გამო.

როგორ გავწმინდოთ და მოვუაროთ გასაჭიმი ჭერს

რით გავწმინდოთ პრიალა და მატოვი გასაჭიმი ჭერი

არ გამოიყენოთ:

▸ხსნარები რომელიც შეიცავს სპირტს
▸არ გამოიყენოთ მშრალი ფხვნილები
▸სოდა ბარისონის ჭერი – სთვის
▸უხეში ღრუბელი (მეტალის)
▸უხეში სამწმენდი ჟაგრისები
▸ქლორიანი ხსნარები
▸საწმენდი კრემები პატარა ნაწილაკებით
▸აცეტონის შემცვლელი სითხეები

თუ ხელით წმინდავთ მოიხსენით ხელიდან სამკაულები (ბეჭედი, სამაჯური) რადგან შეიძლება დააზიანოთ ჭერის ზედაპირი.

გამოიყენეთ:

▪ რბილი ქსოვილი
▪ რბილი ღრუბელი
▪ თხევადი საპონი
▪ სარკის და შუშის საწმენდი სითხე – „რომელიც არ შეიცავს ქლორს და სპირტს“

გაითვალისწინეთ რომ მატოვი გასაჭიმი ჭერი უფრო ადვილად მოსავლელია ვიდრე პრიალა, მატოვის ზედაპირზე არ რჩება გაწმენდის კვალი.

გასაჭიმი ჭერის მონტაჟი
გასაჭიმი ჭერის მონტაჟი
  1. ვამაგრებთ ბაგეტს კედელზე
  2. ვამაგრებთ გასაჭიმი ჭერის პირველ კუთხეს
  3. ვასწორებთ მასალას
  4. ვასწორებთ დანარჩენ კუთხეებს, წინასწარ ვათბობთ მასალას
  5. ვასწორებთ მასალას ოთოხის პერიმეტრზე

ბარისოლის ჭერის მონტაჟამდე, წინასწარ უნდა შეიძენოთ განათება, ჩაყენებამდე ხელოსანმა უნდა აიღოს განათების ზომა, შემდეგ ამოიჭრება ზედაპირი, ჩაყენდება სპეციალური სამაგრი რის მერეც ჩამონტაჟდება განათება.

დიდი დიამეტრის განათებას, ზედაპირზე გაცხელების ფართობი საკმაოდ დიდი აქვს რამაც შეიძლება დეფორმაცია გამოიწვიოს და ფერი შეუცვალოს მასალას.

იმისათვის, რომ სწორედ შეარჩიოთ ჭერის შესაფერისი ნათურები, გირჩევთ, კონსულტაცია გაიაროთ ჩვენს სპეციალისტთან რომ შეგარჩევინოთ თქვენთვის საუკეთესო განათების ვარიანტი. 

დაგვიკავშირდით

მისამართი

ნუცუბიძის პლატო 4 მიკრორაიონი

მოგვწერეთ თქვენი შეკითხვა

Scroll to Top