პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ, კერძო კომპანია Polskie Elektrownie Jądrowe-ს (PEJ) ქვეყანაში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ნება დართო. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობამ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა, რომ პოლონეთის პირველ ატომურ ელექტროსადგურში ინვესტიცია შეესაბამება საზოგადოებრივ ინტერესებს და სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკას, კერძოდ, ენერგეტიკულ პოლიტიკას.

აღნიშნული დოკუმენტი უფლებას აძლევს PEJ-ს, მიმართოს სამინისტროს შემდგომი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მისაღებად, კერძოდ, ადგილმდებარეობის შესახებ გადაწყვეტილებაზე და შემდგომ სამშენებლო ნებართვებზე.

ვარაუდობენ, რომ პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგური პომერანიაში, ამერიკული რეაქტორის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით აშენდება. ელექტროსადგურის მშენებლობა 2026 წელს უნდა დაიწყოს, პირველი რეაქტორი კი 2033 წელს გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ კლიმატისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ 2022 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, პოლონელთა მოსახლეობის დაახლოებით 86 % მხარს უჭერს პოლონეთში ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას. ამავდროულად, რესპონდენტთა 70%-ზე მეტი დაეთანხმება, რომ ასეთი ელექტროსადგური უნდა აშენდეს მათ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს