მთავარისაზოგადოება

ამას მოჰყვება აფეთქება მთელ რეგიონში. შეიძლება მსოფლიო ომის პროვოცირებაც კი გამოიწვიოს

თუ  უზრუნველყოფილი ვერ იქნება მთიანი ყარაბაღის (არცახის) კონფლიქტის დარეგულირების საქმეში თვითონ მთიანი ყარაბაღის მონაწილეობა, მაშინ  მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეუძლებელია. ამ ყველაფრის ალტერნატივა არ არსებობს, იმისდა მიუხედავად, რომ აზერბაიჯანი ყველანაირად ცდილობს  ხელი შეუშალოს ამ პროცესს. ამის შესახებ „პირველ საინფორმაციო არხთან“ საუბრისას განაცხადა  არცახის  რესპუბლიკის საგარეო საქმეთა პარლამენტის წევრმა დავით ბაბაიანმა, როგორც მან თქვა,  ეს ფორმატი ერთადერთია, რომელიც საერთაშორისო დონეზე არის აღიარებული, განსაკუთრებით ეუთოს მიერ.

„თუ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყება, მაშინ მასში არა მარტო   მხოლოდ სომხეთი-არცახი-აზერბაიჯანი ჩაერთვება, არანედ  შეიძლება ჩაერთოს და ის უკვე ჩართულიც კია ამ  კონფლიქტში თურქეთიც. მაგალითად, პირველი საომარი მოქმედებების დროს  მონაწილეობას  ღებულობდა  ცნობილი  თურქული  ტერორისტული  ჯგუფი “რუხი მგლები”. ომში მონაწილეობდნენ, აგრეთვე,  თურქეთის გენერალური შტაბის გენერლები და მაღალჩინოსნები. იგივე მოხდა აპრილის ომის დროს.

აზერბაიჯანი ასევე მრავალეროვანი ქვეყანაა და აზერბაიჯანის ხელისუფლება ყოველთვის აყენებს ეროვნულ უმცირესობებს წინა ხაზზე. ლეკები, თალიშები, რომელთაც არ უნდათ ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა. აზერბაიჯანში ცხოვრობს 100 000 ავარი, 300 000 ლეკი და  600 000 თალიში.

რუსეთში,აზერბაიჯანის მოსაზღვრე  ყაზახეთში ავართა რიცხვი ადგენს 500 000-ს, ხოლო ლეკების  რაოდენობა 300000-ს. 2,5 მილიონი თალიში ცხოვრობს ირანში, აზერბაიჯანის მოსაზღვრე  რაიონებში. ნათელია, რომ თუ ფართომასშტაბიანი “გრძელვადიანი” ომი დაიწყება და მათი სისხლით მონათესავე ერები დასახმარებლად მოვლენ, ნებით თუ უნებლიეთ მოხდება ამ ყველაფერში ირანისა და რუსეთის ჩართვაც.  

გამორიცხული არ არის  სომხურ-აზერბაიჯანული შეტაკება საქართველოშიც, რასაც შეიძლება მოჰყვეს დაძაბულობა მთელს რეგიონში, შემდეგ კი აფეთქება და ეს შეიძლება გახდეს მსოფლიო ომის მოტივიც. განსაკუთრებით მაშინ, როცა, გეოპოლიტიკური კონკურენცია არის დამახინჯებული, ხდება შეტაკებები ყველგან“, – თქვა დავით ბაბაიანმა და დასძინა, რომ ეს საშიშროება არსებობს, რაც ორმაგად ავალდებულებს რეგიონის ზეიმპერიებს ყოველი ღონე იხმარონ  მშვიდობის შესანარჩუნებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button