საზოგადოება
15.06.16 19:35
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვის“ პროექტს ახორციელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმა მოიცავს მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთათვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შექმნას, სადაც შესაძლებელი იქნება ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში მოვლა, აღზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო სერვისების მიწოდება. რეფორმის გატარებაში სახელმწიფოს გაეროს ბავშვთა ფონდი „UNICEF” ეხმარება, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს.
“USAID”-ის დახმარებით 2016 წლის ბოლოსთვის სახელმწიფოს გადასცენ მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რომელიც ადაპტირებული და სრულიად მორგებული იქნება შშმ ბავშვთა საჭიროებებზე.
ამ სახლში განთავსდებიან ის ბავშვები, რომლებიც ამ ეტაპზე სახელმწიფო მზრუნველობაში არიან და ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ჩვილ ბავშვთა სახლში ცხოვრობენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დეველოპერული კომპანია M2-მა ასევე მზადყოფნა გამოთქვა ჩაერთოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვის“ პროექტში.
კომპანია M2 ვალდებულებას იღებს დააფინანსოს შშმ ბავშვთათვის განკუთვნილი მცირე საოჯახო სახლის მშენებლობა და ამ პროექტში საკმაოდ სოლიდური თანხა ჩადოს. სპეციალურ მემორანდუმს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დეველოპერულ კომპანია M2-ს შორის ხელი უახლოეს პერიოდში მოეწერება.
წინასწარი შეთანხმებით კომპანია უზრუნველყოფს მშენებლობის ხარჯებს, მცირე საოჯახო ტიპის სახლი კი მზად 2017 წლის დასაწყისში იქნება.
სამინისტროს ინფორმაციით, დღესდღეობით ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლში მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 59 ბავშვი ცხოვრობს.
„UNICEF“-ისა და კომპანია M2-ის დახმარებით შესაძლებელი იქნება მათი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, ბავშვების განვითარებაზე ინდივიდუალური ზრუნვა, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაცია და განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 523
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24