პოლიტიკა

ინაშვილი და თარხან მოურავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ - ვის შეხვდნენ პრორუსული პარტიის ლიდერები

20.08.20 15:40


"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი 2 დღის წინ ენგურის ხიდის გავლით აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ და დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ტერიტორია მათ ღამის 12 საათისკენ დატოვეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მათ უპრობლემოდ გაიარეს ბლოკ საგუშაგოები, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები აკონტროლებენ, მათ შორის საგუშაგო, სადაც სპეცდანიშნულების რაზმი დგას.

ენგურის ხიდთან, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ჩაკეტილია, თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი სპეციალურმა მანქანამ მიაცილა. ორივე მათგანი ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებმა ერთ ერთმა მოქალაქემ დაინახა.

"მთავარ არხს" "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ოკუპირებულ რეგიონში ყოფნას უდასტურებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, რომლებმაც ენგურის ხიდიდან ორივე პოლიტიკოსი, განმუხურში, საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს.

ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის "პარტიოტთა ალიანსის" ლიდერებმა განმუხური უკვე დატოვეს და თვითიზოლაციაში გადავიდნენ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები