ანალიტიკა

სომეხი ნაციონალისტები, როგორც „კასპისპირეთის  ავტოქტონური ხალხი“, საქართველოს კასპიის ზღვიდან „ჩაწევას“ ცდილობენ და კახეთს ართმევს.

20.01.22 10:30


სრულიად არაადეკვატური სომხური ნაციონალიზმის მაგალითია ვებგვერდი „დასავლეთ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა“ (https://citizenship-western-armenia.info), რომელიც ორგანიზებულია ექსტრემისტული ორგანიზაციის „დასავლეთ სომხეთის პარლამენტის“ მიერ. "დასავლეთ სომხეთს" სომეხი ნაციონალისტები უწოდებენ აღმოსავლეთ თურქეთის მიწებს, რომლებიც შედის მათ "დიად" სომხეთში. და როგორც ამ საიტზეა აღნიშნული, „დასავლეთ სომხეთის რესპუბლიკის“ მოქალაქე შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომლის წინაპრებიც იყვნენ „დასავლეთ სომხეთიდან“ ან გენოციდს გადარჩენილები“.

 

თუმცა, სომეხი ნაციონალისტების ყურადღება ბოლო დროს კონცენტრირებულია არა იმდენად დასავლეთის, არამედ აღმოსავლეთის მიმართულებით. კერძოდ, ზემოხსენებულ საიტზე რატომღაც სომხები „კასპისპირა ხალხებს“ მიაკუთვნეს.

თუმცა, როგორც ცნობილია მანძილი სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსა და კასპიის ზღვას შორის უფრო დიდია, ვიდრე იმავე კასპიის ზღვასა და საქართველოს შორის. თუმცა, როგორც ჩანს სწორედ საქართველოს "გამოძევება" გადაწყვიტეს "დასავლეთ სომხეთის" იდეოლოგებმა კასპისპირეთიდან  მისი აღმოსავლეთის მიწების მითვისების მიზნით.

 

 გთავაზობთ საინტერესო რუკას, რომელიც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე „დასავლეთ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა“:

 

 

აქ ნათლად ვხედავთ, რომ სომეხმა ექსტრემისტებმა უკვე „გაიყვეს“ არა მხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ აღმოსავლეთ საქართველოც. თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გარკვეული აქსვანქი (ახვანქი) მათი „არცახის“ ჩრდილოეთით მდებარეობს და მოიცავს არა მხოლოდ აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთს, არამედ მთელ ქართულ კახეთს. უფრო მეტიც, ეს წარწერა თითქოს "ზედ ეფინება" წარწერას უფრო მცირე შრიფტით ავარსნანი (ავარსტანი).

 

თუკი ვინმეს ჰგონია, რომ სომეხ ექსტრემისტებს სურთ აზერბაიჯანის და ქართული მიწების „ჩუქება“ აზერბაიჯანის ზაქათალასა და ბალაქანის, ასევე საქართველოს ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონებში მცხოვრებ ავარებისათვის, ძალიან ცდება.

სომეხი მარიონეტები გეგმავენ გამოიყენონ ავარები, ასევე ლეზგინები და თალიშები სეპარატისტული დესტაბილიზაციის "შავი სამუშაოსთვის". შემდეგ კი ამ ხალხებს „მოიშორებენ“. ის, რაც დღეს ხდება სეპარატისტულ აფხაზეთში, სადაც აფხაზური ეთნიკური ჯგუფი დეგრადირდება და გადაშენების პირასაა ამის ნათელი მაგალითია.

ხოლო ფსევდოსახელმწიფოებრივი ერთეულის, აქსვანკის დროშა რუკაზე გამოსახული ჯვრით უფრო  იმავე რუკაზე გამოსახულ „დიდი სომხეთის“ დროშას ჰგავს, ავარები კი, როგორც მოგეხსენებათ  მუსულმანები არიან.

 

რაც მთავარია, ამ რუკაზე ნაჩვენები იყო სომეხი ნაციონალისტების ძველი პრეტენზიები საქართველოს კახეთის რეგიონის მიმართ, რომელიც მთლიანად შედის სომხურ აქსვანქში.

 

შეგახსენებთ, რომ სომხებმა აქ მასობრივად დასახლება ქართლისა და კახეთის რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ დაიწყეს. უფრო მეტიც, სომხების ჩამოსახლების პროცესი განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობდა 1812 წლის კახეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, სადაც მთავარ თანამზრახველ თანამოაზრეებად სომეხი ჩამოსახლებულები მოქმედებდნენ და ეხმარებოდნენ რუს კოლონიალისტებს აჯანყების ჩახშობაში.

 

ბოლო დრომდე ითვლებოდა, რომ სომეხი ნაციონალისტების მადა საქართველოსთან  მიმართებაში ძირითადად სეპარატისტულ აფხაზეთზე ვრცელდებოდა, სადაც სომხები ფაქტობრივად უმრავლესობას წარმოადგენდნენ  და ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონზეც. მაგრამ, როგორც ვხედავთ მათ ასევე აინტერესებთ კახეთის რეგიონი, როგორც კასპიის ზღვასთან „ყველაზე ახლოს“ მდებარე. სომეხი ექსტრემისტები კი საკუთარ თავს „კასპისპირა ხალხს“ უწოდებენ, რაც გასაკვირი არ არის, კასპიის ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური როლის მკვეთრად გაზრდის გათვალისწინებით.

 

ე.წ. "დასავლეთ სომხეთის" იდეოლოგების პრეტენზიები  სამცხე-ჯავახეთთან მიმართებაში არსად გამქრალა და აქ რეგულარულად ვაქვეყნებ რუკებს, სადაც "ჯავახკი" (ე.ი. სამცხე-ჯვავხეთი) ე.წ. "ვილსონისეულ სომხეთში" შედის. მაგალითად მომყავს ასეთი რუკა ამგვარი გამოსახულებით.

 

 

დღეს სომეხ ნაციონალისტებს მანიაკალურად სურთ „ვილსონისეული სომხეთის“ პროექტის გაცოცხლება. სწორედ ამ გეგმებს ეძღვნება ბოლო მიმართვა, რომელიც გამოქვეყნდა civilship-western-armenia.info-ზე, ხმამაღალი სათაურით „მოწოდება მსოფლიო ლიდერებს ეუთოს პლატფორმაზე დაბრუნების შესახებ: ძირძველი სომეხი და სხვა ავტოქტონური ხალხების წინააღმდეგ გენოციდის დანაშაულების შესახებ  დასავლეთ კასპისპირეთში“ (https:/ /citizenship-western-armenia.info/ru/archives/10283).

 

ძნელია ამ ასე ვთქვათ „ოფიციალური დოკუმენტის“ წაკითხვა თუ პროფესიონალი ფსიქიატრი არა ხარ, რადგან აქ წარმოუდგენლად ბევრი ფსევდოისტორიული სისულელე და სომხური ნაციონალისტური მეგალომანიაა ერთმანეთში არეული. რად ღირს, მაგალითად  შემდეგი "განცხადება":

 

„... პირველად ისტორიაში შეერთებული შტატები ჩაერთო საერთაშორისო საქმეებში (აშშ-ის პრეზიდენტის, ამერიკელი დიპლომატისა და მშვიდობისმყოფელის მიერ ძველ სამყაროში ატლანტიკის პირველი გადაკვეთა). ეს უკავშირდებოდა სომხური საკითხის განხილვას - სომხეთის მანდატს, არბიტრაჟს სომხეთის საზღვრების დადგენის შესახებ, კონგრესში სომხეთის ტერიტორიის დე ფაქტო ტიტულის დადასტურებას. შედეგად, დროთა განმავლობაში  შეერთებული შტატები იქცა  ზესახელმწიფოდ…”

 

თურმე, აშშ თავისი ძლევამოსილებას სომხებს უნდა უმადლოდეს!

 

თუმცა, მიუხედავად ამისა ასეთი მიმართვის გამოჩენა მნიშვნელოვანია. მასში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებს სომეხი ექსტრემისტები მიმართავენ თხოვნით:

 

„... დაიცვან სომხების ინტერესები და ელემენტარული უფლებები დასავლეთ კასპისპირეთში, შეაჩერონ „სომხების გენოციდი“ დღეს დასავლეთ კასპიაში, უზრუნველჰყონ მათი სიცოცხლის, მშვიდობის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და საცხოვრებელი ადგილის არჩევა, პირადი ხელშეუხებლობა, საცხოვრებლის და ქონების, განათლებისა და ჯანმრთელობის ხელშეუხებლობა...“

 

ამისათვის კი სთავაზებენ შემდეგს:

 

„დემარკაციასა და დელიმიტაციას საფუძვლად დაედოს მსოფლიო საზოგადოების გადაწყვეტილებები - პირველი მსოფლიო ომში გამარჯვებულთა უმაღლესი ძალების საბჭოსა და ერთა ლიგის (გაერო) და გადაწყვეტილებების პრინციპები, ასევე პარიზის სამშვიდობო კონფერენციის სპეციალური კომისიის (1919-1920) წინადადების ანგარიშის გადაწყვეტილებები, პრინციპები და წინადადებები  და არა აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ ბოლშევიკური ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის 80 წლის წინანდელი რუკები, რომლებიც არ არიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტები ან ხელოვნურად ჩამოყალიბებული და არა მათი განზრახვები, რომლებმაც ერთ საუკუნეში გადაინაწილეს  სომხური არეალი;

 

- აღადგინონ მსოფლიო თანამეგობრობის - ერთა ლიგის მიერ გაფართოებული  მანდატი სომხეთზე,  სომხეთის ტერიტორიის დე იურე და დე ფაქტო ტიტულებზე...“

 

სომეხმა ექსტრემისტებმა უკვე წამოიწყეს დასავლეთ კასპისპირეთის თავის სასარგებლოდ დაყოფა და თავი ფაქტობრივად ერთადერთ „ავტოქტონურ ხალხად“ გამოაცხადეს, მათ შორის კახეთის ქართულ მიწებზეც.

 

გასაგებია, რომ დღევანდელ პირობებში ისინი ამ გეგმების რეალიზებას ვერ შეძლებენ. ამიტომ ექსტრემისტებს რეგიონში ქაოსის მოტანა სჭირდებათ. „სომხების გენოციდისგან დაცვის“ საბაბით სომხურ ლობთან ასოცირებული „საერთაშორისო ძალების“ შემოყვანის მიზნით. ისე, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მიწები „დიდი სომხეთის“ სასარგებლოდ გაიყოს. მით უმეტეს, ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ომისკენ საკუთარ ვებგვერდზე და ახლახან გამოაქვეყნეს საყურადღებო მასალა სათაურით „ირანისტი: ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა დათმობაზე, არამედ მორიგი ომისთვის მზადყოფნაზე და აზერბაიჯანის დამარცხებაზე“. https://citizenship-western-armenia.info/ru/archives/10249

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები