Image Alt

ლეილა ბაღბაია

ლეილა ბაღბაია - კალიგრაფი აფხაზეთიდან

დავიბადე 1956 წლის 29 მარტს, ვარ თვითნასწავლი კალიგრაფი, საქართველოსა და აფხაზეთის მხატვართა კავშირის წევრი. მაქვს კალიგრაფიის 12 წლიანი გამოცდინება. ქართული კალიგრაფიული ხელოვნების განვითარებისთვის ვიყენებ სრულიად განსხვავებულ მასალასა და საშუალებებს, როგორიცაა ქაღალდი, კერამიკა, ტყავი, ქვა და სხვა. ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა შედგა 2012 წელს USAID-ისა და HPInternational-ის უშუალო მხარდაჭერით. მას შემდეგ საქართველოს მასშტაბით მქონდა არაერთი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენა, როგორც თბილისში, ისე რეგიონებშიც: ქუთაისი, ზუგდიდი, გორი, სიღნაღი, ონი, ბორჯომი. კალიგრაფიული ქმნილებების გამოფენები და მასტერკლასები იმართება საქართველოს ფარგლებს გარეთ, ევროპის არაერთ ქვეყანაში. 2015 წელს აფხაზეთის მთავრობისა და პრეზიდენტის ფონდის მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში გაიმართა გამოფენა ევროპაში: იტალია, ქალაქი ფლორენცია. შემდეგ კი რომში. იყო გამოფენები ეგვიპტეში, ესპანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლიტვაში (ვილნიუსი), პოლონეთში, ამსტერდამში, ჰააგაში (ნიდერლანდების სამეფო), ბრიუსელში (ბელგია), ათენში, როდოსზე(საბერძნეთი), დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საემიროები).

2020 წლიდან ვარ ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პირველი ქართული ონლაინსკოლის „გაკვეთილების საზღვრებს გარეთ“ კალიგრაფიის ონლაინგაკვეთილის მასწავლებელი (ონლაინგაკვეთილების ფორმატით).

მიღებული მაქვს არაერთი ჯილდო და დიპლომი: აფხაზეთის მხატვართა კავშირის პრემია ნომინაციისთვის „წლის საუკეთესო ნამუშევარი“ , აფხაზეთის ა/რ მთავრობის საპატიო სიგელი, მიღებული მაქვს დიპლომი „ქართული კალიგრაფია“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ, კონკურსი „ქართული კალიგრაფია“ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს რჩეული. მიღებული მაქვს  სერთიფიკატი „ჩემი ოცნება ჩემი აფხაზეთი“ ჰოლანდიაში, ნიდერლანდების სამეფო, ქალაქ ლეიდენში. ასევე პრემია საქართველოს მხატვართა კავშირის მიერ „წლის საუკეთესო ნამუშევარი“.  ვარ „ქართული ბრენდის“ დღის რჩეული. მიღებული მაქვს დიპლომი ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

  leilabagbaia1234@gmail.com

  +995 577 33 21 11

  https://www.facebook.com/leila.bagbaia