სანამ საფუარს გამოიყენებთ, წაიკითხეთ ეს სტატია და ცომი აუცილებლად კარგად ამოვა - Gemrielia.ge

სანამ საფუარს გამოიყენებთ, წაიკითხეთ ეს სტატია და ცომი აუცილებლად კარგად ამოვა

ვისაც ერთხელ მაინც გამოუცხვია რამე, რეცეპტში აუცილებლად ამოიკითხავდა საფუარს. როცა მითითებული არ არის, რომელი სახის საფუარზეა საუბარი, შეიძლება დოზები ისე აგერიოთ, რომ ცომი საერთოდ არ ამოვიდეს, ან ისე ამოვიდეს, რომ ჭურჭელმა ვერ დაიტიოს. იქნებ, ამის შემდეგ გამოცხობაც აღარასოდეს მოგინდეთ და ჩათვალოთ, რომ ცომთან მუშაობა თქვენი საქმე არ არის. არადა, ხშირად სწორედ დოზებშია პრობლემა და არა ჩვენს „ხელმარჯვეობაში“.

 

ასევე დაგაინტერესებთ: წაიკითხეთ ეს რჩევები,თუკი რაიმეს გამოცხობას აპირებთ

 

ორი სახის საფუარი არსებობს: ნედლი, ანუ დაწნეხილი და მშრალი აქტიური, სწრაფადმოქმედი.

 

 

მშრალი, აქტიური საფუარი წყალში იხსნება, ზოგჯერ შაქარსაც უმატებენ. ზედაპირზე ბუშტუკები ჩნდება და 10-15 წუთში ფქვილის დამატებისთვისაც მზად არის. მშრალი საფუარი სხვადასხვა წონის (სულ მცირე, 7-გრამიანი) შეფუთვებით იყიდება, საკმაოდ ადვილად შესანახი და მოსახმარია.

 

ნედლ საფუარს იგივე დაწნეხილ საფუარს უწოდებენ. იგი მშრალი საფუარის მსგავსად გამოიყენება, მაგრამ შედარებით ძვირი ღირს და უფრო მცირე ხნით, რამდენიმე კვირის განმავლობაში ინახება, როცა მშრალი საფუარი წლებსაც კი უძლებს.

 

 

ნედლი საფუარი გარეგნულად მყარია. გამოყენების წინ იგი უნდა დაშალოთ, თბილ წყალში მოათავსოთ, ცოტა შაქარი დაუმატოთ და 10 წუთით დააყოვნოთ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: პრაქტიკული რჩევები ცხობისთვის ქართველი კულინარისგან

 

რა თქმა უნდა, მშრალი საფუარის ნაცვლად ნედლის გამოყენება და პირიქით, შესაძლებელია. მთავარია, პროპორციები დაიცვათ. 

 

 

7 გრამი მშრალი საფუარი = 17,5 გრამ ნედლ საფუარს