ერთი შემთხვევა, როცა კვერცხის გარეცხვა აუცილებელია - ეს ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს! - Gemrielia.ge

ერთი შემთხვევა, როცა კვერცხის გარეცხვა აუცილებელია - ეს ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს!

 

კვერცხის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რჩევები ხუმრობა არ არის. ის შეიძლება ჩვენთვის საკმაოდ მარტივი და მრავალმხრივ გამოსაყენებელი ინგრედიენტია, მაგრამ ამავდროულად ავრცელებს ბაქტერიებს, რომლებიც შეიძლება სასიკვდილოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. კვერცხის უსაფრთხოების მნიშვნელობის გათვალისწინებით, უნდა დაისვას კითხვა, საჭიროა თუ არა კვერცხის გარეცხვა.

 

როდესაც კვერცხს ბაზარში ან სასურსათო მაღაზიებში ყიდულობთ, ის ოდნავ უცნაურად გამოიყურება, შესაბამისად არსებობს განსხვავებები მაღაზიაში ნაყიდ და ფერმიდან ახლად წამოღებულ კვერცხებს შორის.

 

კვერცხი ჯერ კიდევ ცხოველის სხეულიდან მომდინარე ინგრედიენტია. ამ კუთხით თუ შევხედავთ, მისი გარეცხვა გამოყენებამდე აუცილებელია.

 

მკვლევრები ამბობენ, რომ მაღაზიაში ნაყიდი კვერცხი ლამაზად გამოიყურება, რადგან გაყიდვამდე მათი გარეცხვა აუცილებელი მოთხოვნაა. ამ მიზეზის გათვალისწინებით, კვერცხის ხელმეორედ გარეცხვა აუცილებელი არ არის.

 

 

„არ არის კარგი იდეა, რადგან კვერცხის გარეცხვამ შეიძლება უფრო მეტად დააზიანოს ნაჭუჭი და გამოიწვიოს პრობლემები, მითუმეტეს, თუ მას ძალიან ცხელ ან ძალიან ცივ წყალში გარეცხავთ, ეს უბრალოდ ზედმეტი შრომა და წყლის ხარჯვაა,“ - ამბობენ მკვლევრები.

 

ეს ყველაფერი ითქმის ე. წ. მაღაზიის კვერცხზე, მაგრამ სახლის კვერცხებზე იმავეს ვერ ვიტყვით.

 

თუ გყავთ ეზოში ქათმები ან უბრალოდ სოფლის კვერცხს იყენებთ, არ შეიძლება მათი გარეცხვის გარეშე მომზადება, მითუმეტეს თუ კვერცხებს აშკარად აქვს შერჩენილი ჩალა, ნამსხვრევები ან სულაც ნაკელი.

 

როგორ გავრეცხოთ „სახლის კვერცხი“? 

 

მკვლევრები გვირჩევენ წყლის ან ჯაგრისის გამოყენებას. გაწმენდის დროს კვერცხი არ უნდა შეეხოს ბაქტერიებს, სარეცხი წყალი უნდა იყოს თბილი და არა მდუღარე. კვერცხი არ დატოვოთ მდგარ წყალში, რადგან, შესაძლოა არასასურველი დამაბინძურებლებმა კვერცხის ნაჭუჭში შეაღწიონ. 

 

 

საჭიროა თუ არა კვერცხების შენახვა მაცივარში? 

 

კვერცხის მაცივარში დატოვება 4 დღით, ხოლო საყინულეში შენახვა 1 წლით არის რეკომენდებული. კარგად დააკვირდით კვერცხის ვადას და ერთ ჯერზე მხოლოდ ის რაოდენობა შეიძინეთ, რასაც, მაქსიმუმ, 1 კვირაში ან სულაც რამდენიმე დღეში მიირთმევთ.

 

საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ქარხნული წარმოების, შეფუთვებით ნაყიდი კვერცხის გარეცხვა საჭირო არ არის, თუმცა სოფლის კვერცხის შემთხვევაში მისი გარეცხვა უმჯობესია. რაც შეეხება მაცივარს, კვერცხის შენახვა სწორედ მაცივარშია რეკომენდებული.