მოხარშული ხორცი რომ წვნიანი იყოს... და კიდევ 4 რჩევა ხორცის იდეალურად მოსამზადებლად - Gemrielia.ge

მოხარშული ხორცი რომ წვნიანი იყოს... და კიდევ 4 რჩევა ხორცის იდეალურად მოსამზადებლად

ხორცი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. გარდა სარგებლისა, დაგვეთანხმებით, ძალიან გემრიელია. ამიტომ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ, მაგრამ სასარგებლო რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ კიდევ უფრო გემრიელი ხორციანი კერძები მოამზადოთ.

• უმ ხორცს მარილი უშუალოდ შეწვის წინ მოაყარეთ. მარილი დეჰიდრატაციას იწვევს, ანუ ხორციდან სითხეს გამოდევნის, შედეგად ხორცი მშრალი და ნაკლებად გემრიელი გამოდის.

• მოხარშული ხორცი რომ წვნიანი იყოს, ბულიონიდან მხოლოდ სუფრაზე მიტანის წინ ამოიღეთ. მანამდე დატოვეთ იმავე ქვაბში, რომელშიც მოხარშეთ, თავდახურული, თავისივე ნახარშ წყალში.

• ღუმელში შეწვის დროს, დაამატეთ ხორცს ცოტა მარილი, შავი პილპილი, ცხიმი, ცოტა წყალი და 1-2 კოვზი კონიაკი. ხორცი უფრო ნაზი, უფრო წვნიანი და უფრო გემრიელი გამოვა.

• საქონლისა და ცხვრის ხორცი უფრო რბილი რომ იყოს, ხარშვის დროს 1 ს.კ ძმარი ჩააამატეთ.

• ხორცი ღუმელში შეწვისას რომ არ გამოშრეს და დაიწვას, ქვეშ ჯამით წყალი დაუდგით. მისი ორთქლი ხორცს ტენს შეუნარჩუნებს.

თქვენ რა მეთოდებს იყენებთ ხორცის იდეალურად მოსამზადებლად?