გემრიელი არჩევანი საუკეთესო ცხობისთვის - პროდუქტი, რომელსაც დიასახლისები ცხობის დროს ხშირად იყენებენ - Gemrielia.ge

გემრიელი არჩევანი საუკეთესო ცხობისთვის - პროდუქტი, რომელსაც დიასახლისები ცხობის დროს ხშირად იყენებენ

თუ ცომს ხშირად ზელთ და ცხობა გიყვართ, მაშინ აუცილებლად გეცოდინებათ, რომ ერთ პატარა შეცდომასაც კი შეუძლია თქვენთვის მნიშვნელოვანი პროდუქტი გააფუჭოს. ცხობა მეცნიერებისა და კრეატიულობის საოცარი ნაზავია. საუკეთესო შედეგის მიღებას კი სწორი ტექნიკა და სწორად შერჩეული ინგრედიენტები სჭირდება. ნამცხვრები, ორცხობილები, პური, ფუნთუშეული - არ აქვს მნიშვნელობა, რისთვის ზელთ ცომს, ნებისმიერ შემთხვევაში საბოლოო შედეგი ცომზეა დამოკიდებული.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას გამოცდილი დიასახლისებისგან, რომლებიც ცომის სწორად მომზადებასა და ცხობაში აუცილებლად დაგეხმარებათ:

დოზირება კარგი ცომის მომზადების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. ნუ ენდობით თვალის ზომას, გამოიყენეთ სამზარეულოს სასწორი და წინასწარ მოიმზადეთ ყველა ინგრედიენტი საჭირო რაოდენობით. რომელიმე ინგრედიენტის ზედმეტად ან ნაკლებად გამოყენების შემთხვევაში, თქვენი ცომი არ იქნება ისეთი, როგორიც საჭიროა.

ხარიხიანი ინგრედიენტები საუკეთესო შედეგის მიღების წინაპირობაა. სხვადასხვა ტიპის ცომს შეიძლება სხვადასხვანაირი ფქვილი სჭირდებოდეს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ ხარისხი. ცომში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი კი სპრედია, მასზეა დამოკიდებული საბოლოო პროდუქტის სტრუქტურა და გემო. ბაზარზე სპრედის მრავალფეროვანი არჩევანია, თუმცა ბოლო პერიოდში დიასახლისების უპირობო რჩეულია „ოდა“, რომელიც ქართული ნაწარმია და მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც გემრიელ არჩევანს საუკეთესო ცხობისთვის. ამ მაღალი ხარისხის სპრედით ბაზარზე იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლება უკვე მოხდა. ის საერთოდ არ შეიცავს ტრანსცხიმებსა და ჰიდროგენიზებულ ცხიმებს. სწორედ ამიტომ მოსწონთ დიასახლისებს ასე ძალიან. სხვადასხვა ტიპის, უხარისხო, ჰიდროგენიზებული ცხიმის გამოყენებისას ცომი არ არის ფაფუკი და დამყოლი, ცხობის დროს კი სათანადოდ არ ამოდის. მეორე მხრივ, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ტრანსცხიმები და ჰიდროგენიზებული ცხიმები ჯანმრთელობისთვის მავნეა. სწორედ ამიტომ იყენებენ დიასახლისები „ოდას“ და სხვასაც ამას ურჩევენ. მათთვის, ვინც ხშირად აცხობს, სტანდარტული 200 გრ.-იანი შეფუთვების პარალელურად, ხელმისაწვდომია 1 კგ. და 5 კგ-იანი, ეკონომიური შეფუთვები.

387459032-1673859393125158-192310120169273495-n-1697621256.jpg

ტემპერატურას როგორც ცომის მომზადების, ისე ცხობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დიასახლისების რჩევით, სასურველია მშრალი ინგრედიენტები ოთახის ტემპერატურის იყოს. ცხობის დროს კი აუცილებლად იმ ტემპერატურაზე დააყენეთ ღუმელი, რაც რეცეპტშია მითითებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ღუმელი ჯერ გააცხელოთ და შემდეგ შედოთ ცომი გამოსაცხობად, ასე უკეთეს შედეგს მიიღებთ. ღუმელიდან გამოღების შემდეგ კი მყისიერად ნუ დაჭრით. დააცადეთ, ოდნავ შეგრილდეს.

საუკეთესო ცომის მომზადებასა და კარგად ცხობაში დახელოვნებას მოთმინება და პრაქტიკა სჭირდება. გაითვალისწინეთ გამოცდილი დიასახლისების რჩევები, აუცილებლად გამოიყენეთ ხარისხიანი ინგრედიენტები და შედეგსაც აუცილებლად მიიღებთ. ცომის მომზადება და ცხობა ხომ საუკეთესო კულინარიული თავგადასავალია.