მაიკლ დელი ფსონს ანდროიდზე დებს. Wall Street Journal-ისათვის მიცემულ გუშინდელ ინტერვიუში Dell Inc.-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ანდროიდ-მოწყობილობები გადაუსწრებენ ეფლის აიპადებს და ანდროიდის პლათფორმა ბაზრის ლიდერი გახდება.
დასაბუთებლად მას შემდეგი ფაქტები მოჰყავს:
18 თვის წინ არავინ არ იცოდა, თუ რა იყო ანდროიდი. ახლა კი ამ პლათფორმაზე უფრო მეტი სმარტფონი მუშაობს, ვიდრე აიფონია. რატომ არ უნდა განმეორდეს იგივე სიტუაცია პლანშეტებთან დაკავშირებით?
ამ მომენტისათვის Android-ს არ ძალუძს დაეწიოს მოწყობილობას, რომელიც ცალკე სამომხმარებლო კლასად არის გამოყოფილი. აიფონისაგან განსხვავებით, რომელიც ბაზარზე შემოვიდა უკვე არსებული კონკურენტების გარემოცვაში, აიპადი წარმოადგენს „ათვლის წერტილს“ პლანშეტების ეპოქაში. ანალიტიკური კომპანიის IDC ამასწინდელ ანგარიშგებაში აიპედს ბაზრის 83% უკავია. IDC აგრეთვე ვარაუდობს, რომ ის ლიდერად დარჩება და 2011 წლის ბოლოსთვის მას ბაზრის 80% ექნება.
აიპედის ყველაზე გამორჩეულმა კონკურენტმა — Motorola Xoom — დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია, მიუხედავად ხმამაღალი განცხადებებისა. Deutsche Bank-ის დაანგარიშებით მოტოროლამ მხოლოდ 100 000 პლანშეტის გაყიდვა მოახერხა. Samsung-იც აგრეთვე არ არის აღტაცებული Galaxy Tab-ის გაყიდვებით. მან მხოლოდ 2 მილიონი ერთეულის რეალიზაცია შეძლო.
Dell-ი მომხმარებლებს სთავაზობს პლანშეტებს სახელწოდებით Streak, ეკრანის ზომა 5 ან 7 დუიმი, Android-ის ბაზაზე, თუმცა მომხმარებლების გამოხმაურება ძირითადში ნეგატიურია.