5 პროფესიონალი მოთამაშე, რომლებმაც პოკერი რეალური სამსახურით ჩაანაცვლეს

როგორც ამბობენ, პოკერი ადვილი ცხოვრების რთული გზა არის. ზოგი პროფესიონალი, თამაშში, 30-40 წლის განმავლობაში რჩება და იმდენ ფულს აგროვებს, რომ უზრუნველი ცხოვრება გარანტირებული აქვს. მაგრამ ისეთებიც არსებობენ, რომლებიც წარმატებული კარიერის მიუხედავად, უფრო დიდი შემოსავლის მიღების მიზნით, გემბლინგს თავს ანებებენ და რეალური საქმით კავდებიან. დღეს სწორედ ასეთ მოთამაშეებზე გვექნება საუბარი. 

ფილ გორდონი - მისი კარიერა ცვლილებებით იყო სავსე. 1997 წელს, გორდონის კომპანია Netsys Technologies, Ciscom-მ შეიძინა, ხოლო გორდონი რამდენიმეწლიან მოგზაურობაში გაეშურა. ამის შემდეგ მისი კარიერა პოკერს უკავშირდება. ფილ გორდონი ერთ-ერთი მოთამაშე იყო იმ რამდენიმე სუპერვარსკვლავიდან, რომლებმაც პოკერის ბუმისა და 'მანიმეიკერის ეფექტამდე', ანუ 2003 წლამდე მოახერხეს პოკერის სამყაროს ელიტაში მოხვედრა. მის ანგარიშზე WPT-ის ტიტული და $2.7 მილიონ დოლარამდე სატურნირო მოგება ფიქსირდება. მისი უკანასკნელი სატურნირო ქეში, 2011 წლით თარიღდება, რომელიც მან NBC National Heads-Up Poker Championship-ში აიღო. ამჟამად, ფილ გორდონი, Chatbox.com-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებს. Chatbox.com-ის მიზანი, სხვადასხვა კომპანიებსა და მათ მომხმარებლებს შორის უკეთესი კომუნიკაციის შექმნაა. 

ენი დუკი, პოკერის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მოთამაშეა. მისი კარიერა $4.27 მილიონ დოლარს, WSOP-ის სამაჯურსა და NBC Poker Championship-ის ტიტულს ითვლის. სწორედ პოკერში გადადგმული უკანასკნელი ნაბიჯები გახდა ენი დუკის სათამაშო ინდუსტრიიდან წასვლის მიზეზი - დუკი ამჟამად არ არსებული Epic Poker League-ის კომისარი იყო. ლიგა გაკოტრდა და პოკერის სამყარომ ენი დუკისკენ გაიშვირა ხელი - ბრალი სწორედ მას დაედო. პოკერიდან წასვლის შემდეგ, ენი დუკი კორპორატიული მენეჯმენტისა და ფაბლიქ სფიქინგის სფეროში გადავიდა. მისი უმთავრესი ამოცანა ორგანიზაციებისა და კორპორაციების ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაა. 

ალექს ჯეიკობი, 2005-2012 წლებში, სატურნირო პოკერში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა. მისი პირველი დიდი წარმატება 2006 წლით თარიღდება, როდესაც United States Poker Championship-ის ტიტული და WPT-ის მეორე ადგილი აიღო. 2007 წელს, WSOP-ის $1.500 დოლარიან ულიმიტო ჰოლდემის ივენთზე მე-3 ადგილი, 2009 წელს ისევ WSOP-ის $1.500 დოლარიან ჰოლდემის ივენთზე მე-4 ადგილი, ხოლო 2008 წლის WSOP-ის მეინ ივენთზე 24-ე ადგილი დაიკავა. ალექს ჯეიკობი იმითაც გახდა ცნობილი, რომ ამერიკული სატელევიზიო შოუს, Jeopardy-ის პირველი ადგილი, მთელი 6 ეპიზოდის განმავლობაში არავის დაუთმო. 2012 წელს, ალექს ჯეიკობმა თამაში მიატოვა და მთლიანად საკუთარ კარიერაზე გადაერთო. ამჟამად ის, The Gelber Group-ში, რომელიც ჩიკაგოში მდებარეობს, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობს. 

ანტანას გუოგა, ცნობილი როგორც ტონი ჯი, პოკერის ცოცხალი ლეგენდაა. გარდა იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში, პოკერის სამყაროში ის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და არასასურველ მეტოქედ ითვლებოდა, ტონი ჯი PokerNews.com-ის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია. ონლაინ გამოცემამ, სწორედ მისი ინვესტიციებისა და ძალისხმევის წყალობით დაიკავა მოწინავე პოზიციები ინტერნეტ ჟურნალებს შორის. ტონი ჯის სატურნირო მოგებები $5 მილიონ დოლარამდე ადის. უცნობია მისი ქეშ-გეიმ სტატისტიკა, სადაც მისი ყველაზე მეტად ეშინოდათ. ტონი ჯისგან არაორდინალური გადაწყვეტილებები აღარავის უკვირდა, მაგრამ 2014 წელს, მან მაინც მოახერხა პოკერის სამყაროს გაოცება, როდესაც თამაში მიატოვა და ევროპარლამენტის წევრი გახდა. 2015 წელს, ის, ევროპის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსთა სიაში შევიდა. ტონი ჯი, აგრეთვე, არჩეულია საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ევროპარლამენტის დელეგაციის მთავარ წარმომადგენლად. მიუხედავად იმისა, რომ ტონი ჯი უშუალოდ აღარაა პოკერში ჩართული, სათამაშო ინდუსტრიაში ის კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს - მისი საიტი tonybet.com პოკერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერატორია. 

ფილ აივი, რა თქმა უნდა, დღემდე აქტიურ მოთამაშედ რჩება, მაგრამ მისი საქმიანობის არეალი იმდენადაა გაფართოებული, რომ ბევრი სვამს კითხვას: შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში დარჩება თუ არა აივის სათამაშო დრო? მისი ერთ-ერთი პირველი წამოწყებამ IveyPoker-მა კრახი განიცადა, თუმცა IveyLeague კვლავ ფუნქციონირებს და საკმაოდ წარმატებულადაც - მასზე ათეულობით პროფესიონალი ინსტრუქტორი მუშაობს. 2013 წელს, აივიმ, All-In Entertaiment დააარსა - კომპანია, რომელიც რამდენიმე სპორტსმენსა და შოუბიზნესის ვარსკვლავს წარმოადგენს. შედეგები ცნობილი არ არის, მაგრამ ის ნამდვილად ვიცით, რომ ლას ვეგასში, აივის, სამედიცინო მარიჰუანის გაყიდვისა და მოხმარების ცენტრის დაარსება სურდა. აივის უკანასკნელ ბიზნეს აქტივობად PhilIveyDFS შეიძლება ჩაითვალოს - Daily Fantasy Sports-ის მიმწოდებელი საიტი, რომელიც iTeam Network-ის პლატფორმაზე გაეშვება. 

რუმები

ქართული უცხოური