თავდაცვითი კედელი

ჩინეთის კედლის ნაწილი

ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი

თავდაცვითი კედელი არის ფორთიფიკაცია (სამხედრო ნაგებობა, რომელიც გამიზნულია თავდაცვისთვის) , რომელიც აშენებულია ქალაქის და მისი მოსახლეობის დასაცავად პოტენციური აგრესორებისგან. ზოგადად, ისინი იწოდებიან როგორც ქალაქის კედლები, თუმცა აშენებულ იქნა ისეთი კედლებიც, რომლებიც ქალაქზე ბევრად დიდი იყო, როგორიცაა მაგ. ჩინეთის დიდი კედელი და ადრიანეს კედელი, რომლებიც გამოიყენებოდნენ ტერიტორიის მოსანიშნად. თავდაცვითი მნიშვნელობის გარდა, ბევრი კედელს ასევე ქონდა სიმბოლური მნიშვნელობა-წარმოაჩენდნენ სტატუსსა და დამოუკიდებლობას იმ საზოგადოების, რომლის გარშემოდაც ის იყო აგებული.

დღემდე შემორჩენილი, უძველესი კედლები აშენებულია აგურით, ასევე ცნობილია ქვით და ხისგან აშენებული კედლები. კედლების გადაკვეთა შესაძლებელი იყო ქალაქის კარიბჭის გავლით ( თავდაცვითი კედლის შიგნით ჩაშენებული კარიბჭე)

ქალაქის კარიბჭის მაგალითი. იემენი

ქალაქის კარიბჭის მაგალითი. იემენი

ყველაზე მარტი ტავდაცვითი კედლები შედგება თვითონ კედლისა და კარიბჭისგან. უმეტეს შემთხვევაში, კედლის გარე ნაწილი იყო ქონგურებიანი, სათოფეებით.

დამატებით, დროთა განმავლობაში, სხვადსხვა დამატებები იქნა შეტანილი თავდაცვით კედლებში, მათ შორის:

  • ქალაქის თხრილები: თხრილები, რომლებიც კედლის გარე მხარეს იყო გათხრილი და ზოგჯერ ავსებული წყლით; ეს დამატებით ბარიერს ქმნიდა.
  • კარიბჭის კოშკი: კოშკურა, რომელიც აშენებულია კარიბჭის გვერდზე ან თავზე; ის გამოიყენებოდა კარიბჭის უკეთესად დასაცავად.
  • კედლის კოშკი: კოშკი, რომელიც აშენებულია, კედლის რომელიმე სეგმენტის თავზე; კედლის კოშკებში შესაძლებელი იყო კატაპულტების ან ქვემეხების დამონტაჟება.
  • დამატებითი კედელი: ზოგჯერ კედლის გარეთ აშენებდნენ სხვა კედელსაც, რომელიც ტიპიურად მთავარ კედელზე უფრო დაბალი სიმაღლის იყო.
  • სხვა ტიპის წინააღმდეგობები კედლის წინ.

ქალაქის კედლები არაეფექტურები გახდნენ და მასიურად აღარ გამოიყენებოდა იარაღების განვითარებასთან ერთად, რომელთაც ადვილად შეეძლოთ კედლის დანგრევა.

თუმცა, კედლები თანამედროვე ერაშიც აშენდა, მაგრამ უფრო სხვა მიზნით. მაგ. ბერლინის კედელი, რომლის მშენებლობა დაიწყო 1961 წელს, არ აშენებულა სამხედრო თავდაცვის მიზნით, არამედ ის წარმოადგენდა გამყოფ ბარიერს, რომელიც დასავლეთ ბერლინს ყოფდა აღმოსავლეთ გერმანიისა და აღმოსავლეთ ბერლინისგან. ის იყო ერთგვარი პოპულაციების გამყოფი და ხელს უშლიდა ამ ტერიტორიებში ადამიანთა გადაადგილებას.

 

ბერლინის კედელი 1986 წელს

ბერლინის კედელი 1986 წელს

გალერეა:

 

762px-Defensive_wall

თავდაცვითი კედელი მაროკოში

Leave a comment