გია ეძგვერაძე

gia_edzgveradze.jpg

პერფორმანსი, ფერწერა

 

 

 

ბიოგრაფია

გია ეძგვერაძე დაიბადა 1953 წელს თბილისში, 1988 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს დუსელდორფში (გერმანია). 1974-1980 წლებში სწავლობდა თბილისის სამხელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. მუშაობს თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით. 1985 წლიდან მონაწილეობს ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. ნამუშევრები დაცულია ისეთი ინსტიტუციების კოლექციებში როგორებიცაა: საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო და საფრანგეთის (პარიზი) გალერეები, ტრეტიაკოვის გალერეა, მიუნჰენის, ბუდაპეშტის, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, ასევე ინახება კერძო კოლექციებში მადრიდში, ჟენევაში, შტუტგარდში ამსტერდამში, ბუდაპეშტში და სხვა. ბოლო პერიოდის გამორჩეული გამოფენებია: 2011 წელი, მოპარული საბანი და სხვა მოკლე მოთხრობები Gallery Stux, ნიუ-იორკი. 2009 წელი- სპრენგელის მუზეუმი ჰანოვერში. ჰანოვერი, გერმანია. საუზმე ტიფანისთან; საპილოტე პროექტი, დუსელდორფი გერმანია. 2007 წელი - ვის ეშინია ჩოგბურთის, სექსის და სხვა გართობების; ახალი ციტატები. დუსელდორფი, გერმანია. 2005 წელი- პატარძალი (ვიდეოს ჩვენება და ლექცია) IFA-ს ფონდი. ბერლინი, გერმანია; შტურდგარტი, გერმანია.

http://cargocollective.com/anotherfuture 

 

 

 

გალერეა